• Ƀ/$

ზოოპარკში საკვები მარაგის ამოწურვის გამო პანდებს ჩინეთში აბრუნებენ

13 მაისი 14:07 | INTERNET დაიჯესტი

France 24-ის ინფორმაციით, კანადის ზოოპარკი 2 პანდას ჩინეთში აბრუნებს. 

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ცხოველების გამოსაკვებად აუცილებელი ბამბუკის მარაგის ამოწურვა გახდა.​ პანდები, ერ შუნი და და მაო კალგარის ზოოპარკში ჩინეთის პანდების გამრავლების ფარგლებში 10 წლით 2013 წელს ჩავიდნენ. მალე ერ შუნმა 2 პატარაც გააჩინა. ეს კანადაში პანდების დაბადების პირველი შემთხვევა იყო.


თუმცა, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ბამბუკის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი მარშრუტები დაარღვია, ზრდასრულ პანდას კი დღეში 40 კილოგრამი ბამბუკი სჭირდება.

წყარო


სხვა სიახლეები