• Ƀ/$

ონლაინდისკუსია თემაზე პერსონალური მონაცემების დაცვის ევროკავშირის რეგულაციები და ქართული კანონმდებლობა

25 მაისი 14:53 | მედია ბიზნესისთვის - M2B

25 მაისს, 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook გვერდზე გაიმართება ონლაინდისკუსია თემაზე: GDPR და ქართული კანონმდებლობა.

დისკუსიაში, რომელსაც IRC-ის წარმომადგენელი გიორგი გაბრიელაშვილი გაუწევს მოდერაციას, მონაწილეობას მიიღებენ:



  • თამარ ქალდანი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ყოფილი ინსპექტორი

  • კახაბერ გოშაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი

  • ანა კაპანაძე - Privacy Logic Group-ის დირექტორი (PLG)

  • სოფიო ჭარელი - სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური)


ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) ძალაში შესვლიდან 2 წელი გავიდა. 2018 წლის 25 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვა ახალ საფეხურზე გადავიდა. ახალი რეგულაცია იმთავითვე რევოლუციურად და თამაშის წესების შემცვლელად იქნა მიჩნეული, GDPR-მა შემოიტანა ისეთი მნიშვნელოვანი სიახლეები, როგორიცაა ექსტრატერიტორიულობის პრინციპი, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ცნებები, მონაცემთა დამმუშვებლის მთელი რიგი ახალი ვალდებულებები და სუბიექტთა გაძლიერებული უფლებები, ისევე, როგორც მაღალი ფულადი სანქციები წესების დამრღვევთათვის.


დისკუსიის დროს, შეხვედრის ძირითადი საკითხის განხილვა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემის გზით მოხდება:



  • რა ეტაპზეა ამ მხრივ ქართული კანონმდებლობა?

  • რამდენად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას?

  • როგორ მიდის ჰარმონიზაციის პროცესი?


არასამთავრობო ორგანიზაცია IRC გთავაზობთ ყოველკვირეული დისკუსიების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ონლაინდისკუსიები იმართება, ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.


საკონტაქტო პირი: ანა ლაცაბიძე
599 444 544 a.latsabidze@irc.ge


სხვა სიახლეები