• Ƀ/$

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტად იაპონიის პრემიერის მრჩეველი აირჩიეს

2 დეკემბერი 14:23 | ფინანსები

აზიის განვითარების ბანკის (აგბ) მმართველთა საბჭომ აგბ–ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთხმად დაუჭირა მხარი იაპონიის პრემიერ–მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის სპეციალური მრჩევლის მასაცუგუ ასაკავას კანდიდატურას.

ამის შესახებ ინფორმაციას აგბ ავრცელებს.


გავრცელებული ცნობის თანახმად, ასაკავა აგბ–ის მეათე პრეზიდენტის თანამდებობას 2020 წლის 17 იანვრიდან დაიკავებს.


„აგბ–ს წაადგება ასაკავას დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება საერთაშორისო ფინანსების მართვასა და განვითარებაში. აგბ–ის მმართველთა საბჭოს იმედი აქვს, რომ ასაკავას მუშაობა ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა კორეის რესპუბლიკის ვიცე–პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, აგბ–ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ხონგ ნამ–კიმ.


ასაკავას თავისი 40–წლიანი კარიერის მანძილზე მრავალი საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა.


აგბ აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარებასა და სიღარიბის აღმოფხვრაზეა ორიენტირებული. 2018 წელს ბანკმა სესხებისა და გრანტების სახით $21,6 მლრდ გასცა. ბანკი 1966 წელს დააფუძნეს და მისი წევრი დღეს 68 ქვეყანაა, რომელთაგან 49 რეგიონში მდებარეობს.


სხვა სიახლეები