• Ƀ/$

ლარი 1.93 თეთრით კიდევ გამყარდა

11 დეკემბერი 17:05, 2019 წელი | ფინანსები

11 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 1.93 თეთრი შეადგინა.
 
 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2028 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2210 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.82 თეთრი შეადგინა.
 
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4975 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.8004 ლარი ეღირება.
 
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 დეკემბერიდან  შევა ძალაში.


სხვა სიახლეები