• Ƀ/$

ვარკეთილში 1300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო

13 დეკემბერი 13:59, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვარკეთილში თაყაიშვილისა და ალექსიძის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე 1300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგო. 

გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და თიბისის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ერთად მიიღო.


კახა კალაძემ თიბისის ნერგების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.


„ეს არის ერთობლივი აქცია და მინდა  თიბისის მადლობა გადავუხადო ნერგების გადმოცემისთვის. დარგვის სამუშაოები „ეკოსერვის ჯგუფმა“ განახორციელა. შედეგად ეს კონკრეტული გზაგამყოფი, სადაც ახალი ნერგები დაირგო, ძალიან ლამაზი გამოვა. იცით, ჩვენი მხრიდან  როგორი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, არსებულის რეაბილიტაციას და როდესაც დასრულდება სამუშაოები,   კიდევ ერთი ძალიან  კარგი პროექტი გვექნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.


მსგავს თემაზე:

რუსეთში ხანძრის შედეგად 1 650 000 000-ზე მეტი ხე დაიწვა



სხვა სიახლეები