• Ƀ/$

ჩავუშოღლუ და აქარი ლიბიის საკითხზე მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავენ

13 იანვარი 16:40 | ანალიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი მოსკოვში ვიზიტით იმყოფებიან, სადაც შეხვედრებს მართავენ კოლეგებთან, სერგეი ლავროვთან და სერგეი შოიგუსთან.

მოლაპარაკებების მონაწილეები ლიბიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შესაბამის საკითხებს განიხილავენ.


რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მხარეებს მოგვიანებით ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის (GNA) და ეროვნული არმიის (LNA) წევრები შეუერთდებიან.


„სტამბოლში, თურქეთ-რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, დღეს მოსკოვში, ლიბიის თემაზე, მინისტრთა დონეზე იმართება დიალოგი“, - აღნიშნა ზახაროვამ.


LNA-მ სამხედრო დახმარება შესაძლოა ეგვიპტეს სთხოვოს


მეამბოხე გენერალ ხალიფა ჰაფთართან დაკავშირებული ე.წ. თობრუქის პარლამენტის სპიკერის აგილა სალეჰის განცხადებით, ლიბიის ეროვნულმა არმიამ (LNA) ქვეყნის შიგნით მიმდინარე კონფლიქტში ჩარევა შესაძლოა ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებს სთხოვოს, იმ შემთხვევაში თუ ლიბიის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოთა ჯარები გამოჩნდებიან.


აგილა სალეჰმა აქვე ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობასა (GNA) და თურქეთის ხელისუფლებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები გააკრიტიკა.


„ლიბიელ ხალხს უკეთესი ცხოვრება და განვითარება სურს, მაგრამ ახლა ტერორისტთა თავდასხმის სამიზნედ იქცნენ იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც მუსლიმანებად აღიქვამენ თავს. ლიბია არავის ეწინაარმდეგება, მაგრამ ბოლომდე დაიცავს მის ტერიტორიებს და კანონიერ უფლებებს“, - აღნიშნა სალეჰმა.


„თობრუქის პარლამენტის“ თავმჯდომარის თქმით GNA-თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სუვერენიტეტის და ღირსების წინააღმდეგ არის მიმართული.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ლიბიის საკითხზე თურქეთი და რუსეთი საუბრობენ, ისრაელი წინააღმდეგია


ტრიპოლის მთავრობამ თურქეთს დახმარება ოფიციალურად სთხოვა


თურქეთის შეიარაღებული ძალები ლიბიაში განლაგდებიან


ლიბიის დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ?



სხვა სიახლეები