• Ƀ/$

საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $12.8 მლრდ-ს გადააჭარბა

14 იანვარი 12:55 | ეკონომიკა

საქართველოში 2019 წელს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $12.835 მლრდ-ს მიაღწია, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება.

გასულ წელს ექსპორტი 12.4%-ით $3.772 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც რეორდული მაჩვენებელია, იმპორტი კი 0.8%-ით $9.063 მლრდ-მდე შემცირდა. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, მან $5.292 მლრდ - სავაჭრო ბრუნვის $41.2% შეადგინა.


უშუალოდ დეკემბერში ექსპორტი 18.5%-ით $390 მლნ-მდე, ხოლო იმპორტი 12.9%-ით $927 მლნ-მდე გაიზარდა.


საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 20 იანვარს გამოაქვეყნებს.


მსგავს თემაზე:

საქართველოს აეროპორტები 2019 წელს 5.2 მლნ მგზავრს მოემსახურა


საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 2019 წელს 9.3 მლნ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები