• Ƀ/$

SpaceX ორბიტაზე კიდევ 60 ინტერნეტ–თანამგზავრს გაიყვანს

22 იანვარი 12:03 | ტექნოლოგიები

კომპანია SpaceX ორბიტაზე Starlink–ის კიდევ 60 ერთეულ ინტერნეტ–თანამგზავრს გაიყვანს. რაკეტმზიდი Falcon-ის გაშვება 24 იანვარს მოხდება, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

Starlink–ის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში, რომელმაც სტარტი 2018 წლის 22 თებერვალს აიღო, დაახლოებით 12 000 თანამგზავრის გაშვებაა დაგეგმილი. კომპანია ამ პროექტში დაახლოებით $10 მლრდ–ს დახარჯავს.


Starlink არის მომავალი თაობის თანამგზავრული ქსელი, რომელიც პლანეტის მოსახლეობას ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას მისცემს.


მსგავს თემაზე:

SpaceX-ის მორიგი წარმატება


SpaceX–მა 4425 ინტერნეტ–თანამგზავრის გაშვების ნებართვა მიიღო


SpaceX პილოტირებული მისიებისთვის ემზადება



სხვა სიახლეები