• Ƀ/$

2019 წელს საბანკო ბარათებით გადახდილმა თანხამ 32 მლრდ ლარს მიაღწია

24 იანვარი 14:04 | ეკონომიკა

საბარათე ოპერაციების რაოდენობა და შესყიდული პროდუქციის ღირებულება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც სისტემატურად იზრდება.

2008 წლის იანვარში ბარათით სულ 1.785 მლნ შესყიდვა განხორციელდა და ნავაჭრმა თანხამ 278 მლნ ლარს მიაღწია, ანუ 1 ტრანზაქციით საშუალოდ 155 ლარიანი ოპერაცია ხორციელდებოდა.


5 წლის შემდეგ 2013 წლის იანვარში ტრანზაქციების რაოდენობა 4.756 მლნ-მდე გადახდილი თანხის მოულობა კი 562 მლნ ლარამდე გაიზარდა. საშუალო თანხამ ერთ გადახდაზე ამჯერად 118 ლარი შეადგინა.


კიდევ 5 წლის შემდეგ, 2018 წლის იანვარში, 1.592 მლრდ-ის ოდეობის თანხა ბარათით 15.975 მლნ-ჯერ გადაიხადეს, 99 ლარი ერთ გადახდაზე.


უკანასკნელი მონაცემების საფუძველზე 2019 წლის დეკემბერში საბანკო ბარათებით სულ 35.691 მლნ ტრანქაზქცია განხორციელდა და გადახდილი თანხის ჯამურმა ოდენობამ 3.217 მლრდ ლარს მიაღწია, 90 ლარი ერთ გადახდაზე.


სულ 2008 წელს 27 მლნ ტაქნზაქციით 4 მლრდ ლარი იქნა გადახდილი, 2019 წელს ტრანზაქციების რაოდენობა 12.8-ჯერ 346 მლნ-მდე, გადახდილი თანხის მოცულობა კი 8-ჯერ 32 მლრდ-მდე გაიზარდა.


ასეთი მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ბაზრობები, საცხობები და სხვა მცირე ტიპის სავაჭრო ობიექტები ბარათებს ამ დრომდე არ იღებენ. ბარათი არ ტარდება ტაქსებისა და მცირე ზომის მაღაზიების უმრავლესობაშიც. მათგან ზოგში ქვედა ლიმიტია 1-3 ლარიანი ლიმიტია დაწესებული.


მსგავს თემაზე:

ბოლო 15 წელიწადში საბანკო სესხების მოცულობა 37-ჯერ გაიზარდა


საბანკო სექტორის საგარეო ვალმა $4.2 მლრდ-ს მიაღწია



სხვა სიახლეები