• Ƀ/$

"ყველაფერი, რისიც ინვესტორებს ეშინოდათ" -კორონავირუსმა ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა

3 თებერვალი 14:44 | ფინანსები

კორონავირუსის გავრცელებამ ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა დღეში 3 მლნ ბარელით ანუ დაახლოებით 20%-ით შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია. ის დღეში დაახლოებით 14 მილიონ ბარელს მოიხმარს, რაც საკმარისია საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის საჭიროების დასაკმაყოფილებლად.


სააგენტო აღნიშნავს, რომ ახალი ვირუსი შეიძლება ნავთობის ბაზრებისთვის 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე ძლიერი შოკი იყოს.


ჩინეთში საფონდო ბირჟები 7-8%-იანი კლებით დაიხურა. 


შანხაის საფონდო ბირჟის ინდექსი  7,7% -ით დაეცა და 2,746.61 პუნქტი შეადგინა, ხოლო შენცენის ბირჟის ინდექსი 8.4% -ით დაეცა და 1,609 პუნქტზე ჩამოვიდა. 


"ბლუმბერგმა" საფონდო ბირჟების მდგომარეობა შემდეგნაირად აღწერა: "ყველაფერი, რისიც ინვესტორებს ეშინოდათ და კიდევ უფრო მეტიც."


ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნის შემცირება OPEC- ის ქვეყნების მხრიდან შესაძლოა გარკვეული რეაგირების საგანი გახდეს. არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში მათ საგანგებო შეხვედრა გამართონ. 


ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ამ დროისთვის 361-ს შეადგენს. 


მსგავს თემაზე:

როგორი იქნება კორონავირუსის გავლენა ჩინეთისა და მსოფლიო ეკონომიკაზე?



სხვა სიახლეები