• Ƀ/$

ქუთაისი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადადის

10 თებერვალი 12:58 | ეკონომიკა

ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის, ქალაქში ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს.   

შესრულებული სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ, ქუთაისის სერვის -ცენტრის მენეჯერთან,  ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქროტი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და  პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.


,,კომპანიამ, ქუთაისის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, დონორი ორგანიზაცირის მხარდაჭერით, დაახლოებით 92 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.  ამ ეტაპზე,  აბონენტების ახალ ქსელზე გადართვა ხორციელდება. შემიძლია ვთქვა, რომ  პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად,  მოსახლეობის 60 პროცენტს წყალი  უწყვეტ რეჟიმში  მიეწოდება. უახლოეს პერიოდში  ახალ ქსელზე  ქალაქ მუზეუმისა და საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულები ჩაირთვება.  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ვაგრძელებთ, რათა ძალიან მალე  ყველა ქუჩა, დასახლება და მთელი ქალაქი    უზრუნველვყოთ 24 საათიანი წყალმომარაგებით’’, - განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.  


ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის  ფარგლებში აშენდა გოდოგანზე  ორი და  მუხრანში ერთი რეზერვუარი. ასევე,  მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 200 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.


ინფრასტრუქტურული სამუშაოები აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.


მსგავს თემაზე:

ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020-2021 წლებში გაგრძელდება


ქუთაისის აეროპორტი კოპიტნარის სადგურს რკინიგზით დაუკავშირდება



სხვა სიახლეები