ადმინისტრატორი • 1640618280

ნოემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

სესხებზე ბანკებში მოთხოვნა შემცირებულია, ძირითადად სავალუტო სესხების შემცირების ხარჯზე.

სებ-ის ცნობით, საბანკო სექტორში ნოემბერში გაცემული სესხების მოცულობა 291.93 მლნ ლარით არის შემცირებული, ოქტომბერთან შედარებით. 1-ლი დეკემბრისათვის სასესხო პორტფელი 41.40 მლრდ ლარია.

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 279.90 მლნ ლარით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 571.83 მლნ ლარით შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.58 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 13.08 მლრდ ლარის სესხი.

2021 წლის ნოემბრის განმავლობაში 0.40%-ით, ანუ 83.58 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და 1-ლი დეკემბრისათვის 20.88 მლრდ ლარი შეადგინა.

მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.43% შეადგინა, 2021 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.02%-ული პუნქტით.