1781848696
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს, საკუთარი ბიზნესისთვის სოციალური მედიის განვითარებას გეგმავ ან უბრალოდ გინდა, ციფრულ პლატფორმებზე უფრო პროფესიონალურად გამოჩნდე, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge რამდენიმე პრაქტიკულ და სრულად დაფინანსებულ კურსს გთავაზობს.
კონტენტის მენეჯმენტი
კონტენტის მენეჯმენტის კურსი დაგეხმარება, უკეთ გაიგო, როგორ უნდა წარმოადგინო პროდუქტი ან მომსახურება სხვადასხვა სოციალურ მედიაში და როგორ უნდა მიწვდე შენთვის სასურველ აუდიტორიას.
კურსის განმავლობაში გაიგებ:
- რა მნიშვნელობა აქვს კონტენტ მარკეტინგს დამწყები ბიზნესებისთვის;
- რა ტიპის კონტენტი მუშაობს სხვადასხვა ციფრულ არხში;
- როგორ უნდა შეადგინო კონტენტის სტრატეგია;
- როგორ დაგეგმო მცირე კონტენტ კამპანია;
- რომელი მარტივი აპლიკაციები დაგეხმარება კონტენტის შექმნაში;
- რა ტენდენციებია დღეს აქტუალური.
კურსი მოამზადა Esrti Content Studio-ს დამფუძნებელმა ლიანა მეტრეველმა.
Canva მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
თუ გინდა, რომ შენი ბიზნესი სოციალურ მედიაში უფრო პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, Canva-ს კურსი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია.
კურსზე გაიგებ, როგორ გამოიყენო Canva:
- სოციალური მედიის პოსტების შესაქმნელად;
- ვიდეოებისა და ვიზუალური მასალების დასამზადებლად;
- ისეთი მარკეტინგული კონტენტის შესაქმნელად, რომელიც მომხმარებელზე შთაბეჭდილებას მოახდენს.
კურსს ციფრული მარკეტერი ლაშა ხორგუაშვილი უძღვება. კურსი განსაკუთრებით საინტერესოა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ, საკუთარი ბრენდის ვიზუალური კომუნიკაცია უფრო გამართული და ეფექტური გახადონ.
მასტერკლასი: როგორ შევქმნათ ვიდეო კონტენტი
ვიდეოკონტენტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფორმატია სოციალურ მედიაში. ეს მასტერკლასი დაგეხმარება, გაიგო, როგორ შექმნა ვიდეოები, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმისთვის ეფექტურად მუშაობს.
მასტერკლასზე გაიგებ:
- როგორ მუშაობს TikTok-ისა და Instagram-ის ალგორითმები;
- როგორ მოარგო კონტენტი სხვადასხვა პლატფორმას;
- რა შეცდომები უნდა აირიდო;
- რა ტექნიკა, განათება და პროგრამები გამოიყენო ვიდეოს შესაქმნელად.
ასევე ისწავლი, როგორ ააწყო შენი პლატფორმები ისე, რომ უფრო დიდ აუდიტორიამდე მიხვიდე და უკეთესი შედეგი მიიღო.
მასტერკლასი: როგორ დავწეროთ ეფექტური ტექსტი
Copywriting-ის მასტერკლასი გასწავლის, როგორ წერო მიმზიდველი და ეფექტური ტექსტები, რომლებიც აუდიტორიის ყურადღებას მიიპყრობს და პროდუქტის სწორად გაყიდვაში დაგეხმარება.
მასტერკლასის დახმარებით ისწავლი:
- როგორ ესაუბრო შენს აუდიტორიას;
- როგორ შექმნა საინტერესო და დამაჯერებელი ტექსტი;
- როგორ აქციო კონტენტი გაყიდვების ინსტრუმენტად.
მასტერკლასი copywriter-მა მარიტა ფილაურმა მოამზადა.
Businesscourse.ge-ზე ყველა კურსი სრულად დაფინანსებულია და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ტემპით, ონლაინ ფორმატში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა. პლატფორმა აერთიანებს თანამედროვე ბიზნესისთვის საჭირო მიმართულებებს და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას განათლების ხელმისაწვდომობით.



