ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა

ბიზნესი 1782111135
თემურ უგულავა

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.

ბიზნესმენი ბოლო წლების განმავლობაში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა. 

თემურ უგულავას სახელს უკავშირდება საქართველოში „ჰოლიდეი ინნ“-ის შემოყვანა. მან დააფუძნა „აჭარა ჯგუფი“, რომლის ქოლგის ქვეშ შეიქმნა სასტუმროების ქსელი „რუმსი“, სასტუმრო „სტამბა“, „რადიო ქალაქი“, „ფაბრიკა“ და კომპანია „უდაბნო“. „აჭარა ჯგუფი“ წლების განმავლობაში მართავდა კაზინო და ტოტალიზატორ „აჭარას“ და „აჭარაბეთს“.