ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე  მასწავლებელი დაესწრო - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ბიზნესი 1774956681
ლევან ფავლენიშვილი

ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, სკოლის მასწავლებლებისთვის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი უძღვებოდა. კურსს სხვადასხვა სკოლის 70-მდე მასწავლებელი დაესწრო.

შეხვედრის ძირითადი თემები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები იმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებულია ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს.  შეხვედრები ტარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები უძღვებიან..

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge