საქართველომ 2 თვეში $34.3 მილიონის სმარტფონები შეიძინა

ბიზნესი 1774433843
apple

2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სმარტფონების იმპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 34 324.7 ათასი დოლარის ღირებულების 25.4 ტონა სმარტფონების (ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის) იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 33.1 ტონას შეადგენდა. ამასთან, 2025 წლის იანვარ-თებერვალში სმარტფონების იმპორტი 32 086.5 ათასი დოლარის დონეზე იყო.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საიმპორტო ბაზრების სტრუქტურაში ლიდერ პოზიციას არაბთა გაერთიანებული საამიროები ინარჩუნებს. სწორედ ამ ქვეყნიდან შეიძინა საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე მაღალი ღირებულების მობილური ტელეფონები.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სმარტფონების იმპორტს ახდენს:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 16 551.2 ათასი დოლარი;
  • ჩეხეთი - 8 681.4 ათასი დოლარი;
  • ვიეტნამი - 6 051.1 ათასი დოლარი;
  • ჰონკონგი - 1 796.6 ათასი დოლარი;
  • ჩინეთი - 783.8 ათასი დოლარი.