Yandex Eats ქართული ბაზრიდან გადის

ბიზნესი 1771409117
Yandex Eats

ტაქსის გამოძახების კომპანია Yandex Taxi-ის პარტნიორი, საკვების მიტანის სერვისი - Yandex Eats (Яндекс Еда) საქართველოს ბაზარზე ოპერირებას წყვეტს - ამის შესახებ  კომპანიის ოპერაციების ხელმძღვანელი, გიორგი ჭოლარიამ საკუთარ LinkedInგვერდზე წერს.

"საქართველოში Yandex Eats-ის ოპერაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე ჩემი საქმიანობა დასრულდა, რაც ადგილობრივი ოპერაციების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გლობალურ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ვამაყობ იმით, რაც შევქმენით. ერთობლივი ძალისხმევით, ბიზნესი სტრუქტურირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ ოპერაციად გარდავქმენით, რომელსაც მკაფიო ანგარიშვალდებულება და აღსრულების მაღალი სტანდარტები ახასიათებდა.

მიზანმიმართულობის, დისციპლინისა და თანმიმდევრული მართვის შედეგად, 2025 წელს საქართველოს ბაზარმა კომპანიის საერთაშორისო ბაზრებს შორის საუკეთესო საოპერაციო მაჩვენებლები დააფიქსირა", - წერს ის.