ბოლო 4 წელში ნაყინის იმპორტი გაორმაგდა, 2023 წელს კი 1 მლნ კგ-ს გადააჭარბა - საიდან შემოდის ყველაზე მეტი

ნაყინი

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 767 300 დოლარის ღირებულების 140.36 ტონა ნაყინი (ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები, კაკაოს შემცველობით ან მის გარეშე) შემოვიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კი თურქეთია.

TOP 5 იმპორტიორი ქვეყანა შემდეგნაირად გამოიყურება:

🔵 თურქეთი - 274 010 დოლარის ღირებულების 60.43 ტონა ნაყინი

🔵 უკრაინა - 156 620 დოლარის რირებულების 40.54 ტონა ნაყინი

🔵 საფრანგეთი - 105 560 დოლარის ღირებულების 15.26 ტონა ნაყინი

🔵 რუსეთი - 57 270 დოლარის ღირებულების 9.11 ტონა ნაყინი

🔵 გაერთიანებული სამეფო - 117 890 დოლარის ღირებულების 6.72 ტონა ნაყინი

რაც შეეხება ბოლო ოთხი წლის მონაცემებეს, ნაყინის იმპორტი 2.35-ჯერ გაიზარდა. მთავარი იმპორტიორი წლების მანძილზე, კვლავ თურქეთია.

იმპორტირებული ნაყინის რაოდენობა წლების მიხედვით:

2020

1 615 720 დოლარის ღირებულების 448.44 ტონა

2021

2 968 550 დოლარის ღირებულების 759.50 ტონა

2022

4 212 100 დოლარის ღირებულების 897.80 ტონა

2023

5 396 900 დოლარის ღირებულების 1 051.89 ტონა