იმპორტული ატმის 90.3% თურქეთიდან შემოდის - რა ღირს საშუალოდ 1 კგ?

ატამი

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ატმის იმპორტი წლიურად 62.8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანაში 152.9 ათასი დოლარის ღირებულების (269 ტონა) ატამი შემოვიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტირებული იყო 93.9 ათასი დოლარის ღირებულების 214 ტონა ატამი.

საქართველოში ატმის იმპორტი გაძვირდა

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ატმის იმპორტი 29.5%-ით გაუძვირდა. კერძოდ, შარშან 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 44 ცენტი იყო, წელს საანგარიშო პერიოდში კი ფასი 57 ცენტამდეა გაზრდილი.

რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ატამი მხოლოდ ორი ქვეყნიდან - თურქეთიდან (წილი 90.3%) და ნიდერლანდებიდან (წილი 9.7%) - შემოვიდა.

უფრო კონკრეტულად, ნიდერლანდებიდან წელს იმპორტირებულია 14.8 ათასი დოლარის ღირებულების 7.6 ტონა ატამი, ხოლო თურქეთიდან 138.1 ათასი დოლარის ღირებულების 261.3 ტონა.

მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წლის იანვარ-მაისში ნიდერლანდებიდან 1 კგ ატმის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალო 1.94 დოლარი, ხოლო თურქეთიდან 53 ცენტი ჯდებოდა.