ჯანდაცვის სამინისტრო 4 კლინიკას 1.024 მლნ ლარის ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს

კლინიკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგსა“ და საჩხერის სამედიცინო ცენტრს მოძრავ ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს. გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის №773 დადგენილებიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის თანახმად, სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამედიცინო აპარატურა დაწესებულებებს აუქციონის გარეშე, არსებობის ვადით გადაეცემათ.

რომელ კლინიკებს გადაეცემა უძრავი ქონება

ჯამურად, საუბარია 1. 024 ლარის ღირებულების ქონებაზე, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრსა და ჰოლდინგში შემავალ 3 კლინიკაზე გადანაწილდება:

  • ქუთაისის ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება - გადაეცემა 613 097 ლარის ქონება;
  • წალკის სამედიცინო დაწესებულება - გადაეცემა 210 247 ლარის ქონება;
  • საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება - გადაეცემა 176 544 ლარის ქონება;
  • ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - გადაეცემა 24 082 ლარის ქონება.

მთავრობის დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.