ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა.

კერძოდ, აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.6968 ლარია, რაც 0.42 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

ლარი ევროსთან 0.46 თეთრით გამყარდა. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1507 ლარი შეადგინა.

გირვანქა სტერლინგის კურსი 3.6525 ლარი გახდა, რაც 0.82 თეთრის გამყარებაა.

თურქული ლირა კი თითქმის უცვლელი დარჩა – 0.0660 ლარი ღირს.