1721986416
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
![ლარის კურსი ლარის კურსი](https://m2b.ge/uploads/files/2023/02/17/840/laris-kursi_w_h.jpeg)
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6009 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6064 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0055 ლარი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7645 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7680 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1376 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტი, რომელიც 3.1234 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 7 მარტიდან შევა ძალაში.
1721976572
![აშშ-ს დროშა აშშ-ს დროშა](https://m2b.ge/uploads/files/2024/07/26/4262/ashsh-s-drosha_b_t.jpeg)
1721890455
პირველად ავიაისტორიაში - IndiGo ქალ მგზავრებს მამაკაცის გვერდით დასხდომაზე არჩევანის საშუალებას აძლევსინდური ავიაკომპანია, IndiGo პირველია მსოფლიოში, რომლის ახალი ფუნქცია ქალებს რეგისტრაციის დროს არჩევანის საშუალებას აძლევს, რომ თვითმფრინავში მამაკაცის გვერდით არ დასხდნენ.ინფორმაციას Mirror ავრცელებს.გამოცემა წერს, რომ ახალი ფუნქცია გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში პირველია, რომლის საშუალებითაც ადგილების ონლაინ შერჩევის დროს ქალები სუსტი სქესის სხვა წარმომადგენლების უკვე შერჩეულ ადგილებს ხედავენ. მამაკაცებისთვის ასეთი ინფორმაცია დახურულია და ონლაინ რეგისტრაციის დროს ისინი მხოლოდ ხელმისაწვდომ ადგილებს ხედავენ.კერძოდ, ონლაინ რეგისტრაციისას ქალი მგზავრები თვითმფრინავში ადგილების სტანდარტულ განლაგებას ხედავენ, რაც სხვა ავიაკომპანიებისგან იმით განსხვავდება, რომ სხვა ქალების მიერ უკვე დაკავებული ადგილები ვარდისფრად არის მონიშნული.ცვლილება მიზნად ისახავს, ქალებმა, განსაკუთრებით, მეგობრებისა და ოჯახის გარეშე მოგზაურობის დროს თავი კომფორტულად იგრძნონ, რაც, IndiGo-ს ცნობით, “ბაზრის კვლევის საფუძველზე იქნა შემოღებული და ამჟამად საპილოტე რეჟიმშია.”Mirror წერს, რომ წინა გამოკითხვებით, როგორც მამაკაცები, ასევე, ქალები აცხადებდნენ, რომ საპირისპირო სქესის მგზავრის გვერდით ჯდომა რელიგიური მიზეზების გამო არ სურდათ, თუმცა ეს ოფიციალური პროცედურა არასდროს ყოფილა.ახალი ფუნქცია აგვისტოში ავიაკომპანიის ყველა რეისზე ამოქმედდება.ცნობისთვის: IndiGo ინდოეთის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეში, დაახლოებით, 2000 შიდა და საერთაშორისო რეისს ასრულებს.
1721811634
საქართველოში ავტომანქანების 85% 10 წელზე მეტი ასაკისაა - რამდენი ახალი ავტომობილია რეგისტრირებული ქვეყანაშიმიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოში, 1 701 776 ავტომობილია რეგისტრირებული - წლებია, ავტომობილების ტოპ მარკების სათავეში Mersedes-benz-ია, ავტომობილის მოდელებს შორის კი, Ford Transit-ი ლიდერობს.უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ ავტომობილების პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სადაც 2017 წლიდან არსებული მონაცემები იძებნება, ტოპ მარკების სამეულში Mersedes-benz-თან ერთად Toyota და Ford-ია. რაც შეეხება ავტომობილების განაწილებას მოდელების მიხედვით, Ford Transit-ის შემდეგ რეიტინგის სათავეში Toyota Prius-ი, Opel Astra, Honda Fit-ი და VAZ 21063-ია.რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი, 655 919 ავტომობილი თბილისშია დარეგისტრირებული, მეორე ადგილს იკავებს ქვემო ქართლი 167 715 ავტომობილით, მესამე პოზიციაზე კი კახეთია, სადაც 151 302 ავტომობილია რეგისტრირებული.საწვავის ტიპის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან 701 129 ბენზინზე მომუშავეა; 335 768 დიზელზე; 165 798 ბენზინ-აირზე; 140 234 ჰიბრიდია; 5 679 ელექტრო; 1484 კი აირზე მუშაობს.საქართველოში ყველაზე პოპულარული რუხი ფერის ავტომობილებია, მეორე ადგილს იკავებს თეთრი, რეიტინგში მომდევნო კი შავი და ლურჯი ავტომობილებია.ავტომობილების უმეტესობა, 1 451 302, 10 წელზე მეტი ასაკისაა; (85%) 176 868 ავტომობილი 5-10 წლის შუალედშია; 42 508 ავტომობილი 2-5 წლის; 23 795 კი 2 ან ნაკლები წლოვანების.
1721737303
მასკი: ჩემი ვაჟი „მოკლეს“, ის „გაღვიძებული გონების ვირუსმა“ მოკლაამერიკელი მილიარდერის, კომპანიების Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის თქმით, მას მოტყუებით მიაცემინეს თანხმობა მისი შვილის მიერ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების მიღებაზე, რის შემდეგ მასკის ვაჟმა, ქსავიემ სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა ის ვივიან ჯენა უილსონია. ინფორმაციას foxnews.com ავრცელებს.მასკის თქმით, ეს „გაღვიძებული გონების ვირუსია“, რომელმაც გადატანითი მნიშვნელობით, „მისი შვილი მოკლა“.მასკს კომენტარი სთხოვეს, თუ რას ფიქრობს ის ექიმებზე, რომლებიც ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციებს უკეთებენ. ამ პრაქტიკას ჟურნალისტმა ჯორჯ პეტერსონმაც და ილონ მასკმაც „ბოროტება“ უწოდეს.მასკის თქმით, მისი შვილის მაგალითმა, რომელიც ოპერაციამდე იყო ქსავიე, ხოლო ახლა არის ვივიან ჯენა უილსონი, მას თვალები აუხილა და „გაღვიძებული გონების ვირუსის“ განადგურების პირობა დადო.„ეს ჩემს უფროს ვაჟს დაემართა, მე ფაქტობრივად, მოტყუებით ხელი მომაწერინეს დოკუმენტებზე, რომლებიც ქსავიეს ეხებოდა. მაშინ COVID-ის პანდემია იყო, ბევრი რამე სპონტანურად და არეულად ხდებოდა და მე მითხრეს, რომ თუ ქსავიე ამას არ გააკეთებს, მან შეიძლება თავი მოიკლას“, - განაცხადა მასკმა„ანუ ეს სიცრუე იყო?“ - ჰკითხა ჟურნალისტმა.„დიახ, ეს იყო ტყუილი, ბოროტებით სავსე ტყუილი და ვინც ამას აკეთებს, ციხეში უნდა აღმოჩნდეს“, - განაცხადა ილონ მასკმა.მასკი ამბობს, რომ მას არ აუხსნეს, რომ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები, სინამდვილეში სტერილიზაციის პრეპარატებია, რაზეც მას თანხმობა არ მიუცია.„მე ფაქტობრივად შვილი დავკარგე. ამ პროცესს დედნეიმინგი ტყუილად არ ჰქვია. ჩემი ვაჟი, ქსავიე, მოკლეს, ის „გაღვიძებული გონების ვირუსმა“ მოკლა“, - ამბობს ილონ მასკი.მასკის თქმით, დადასტურებულია, რომ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები ბიჭებში ფერტილურობის პრობლემებს იწვევს. ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების მოქმედება მუდმივია და მისი უკან შემობრუნება შეუძლებელია.18 წლის ვივიან მასკმა ქამინგ-აუთი 2022 წლის ივნისში გააკეთა. პარალელურად მან სახელი ქსავიე ვივიანად შეცვალა და დედის გვარზე გადავიდა.„არ მსურს ჩემს ბიოლოგიურ მამასთან რამე საერთო მქონდეს, გარეგნობით ან ფორმით“, - განაცხადა ვივიანმა.მასკმა ცოტა ხნის წინ კალიფორნიაში მდებარე შტაბ-ბინის ტეხასში გადატანა გადაწყვიტა. მისი გადაწყვეტილება კალიფორნიის გუბერნატორის, ჰევინ ნიუსომის კანონპროექტს უკავშირდება, რომლის მიხედვით სკოლებს ეკრძალებათ მოსწავლეთა მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ისინი სქესის აღმნიშვნელ ნაცვალსახელს ცვლიან ან სხვანაირად აღნიშნავენ საკუთარ სქესს, რომელიც განსხვავდება იმას, რაც სკოლის საბუთებშია მითითებული.„ეს ჩემთვის ბოლო წვეთი იყო“, - განაცხადა მასკმა, რომელმაც კალიფორნიიდან ტეხასში შტაბ-ბინის გადატანის მიზეზი ახსნა.newshub.ge
1721564940
Sony Queen's Music კატალოგში მილიარდ დოლარზე მეტს იხდის - რეკორდული გარიგების დეტალებიTMZ-ის თანახმად, Queen-ის მუსიკალურ კატალოგზე საკუთრების უფლებების შესაძენად Sony მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. გარიგება დაახლოებით 1,27 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შეთანხმების მიხედვით, თუ ხელშეკრულება გაფორმდა, Sony Queen-ის ჩაწერილ მუსიკალური ჰონორარების მესაკუთრე გახდება. თუმცა, გარიგება გამორიცხავს ნებისმიერ შემოსავალს ცოცხალი წარმოდგენებიდან.აღნიშნულ უფლებებს ადრე “დისნეი“ ფლობდა. იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს, თანხა ნამდვილად რეკორდულია. ყველაზე ძვირად ღირებული მუსიკალური კატალოგი, რომელიც აქამდე გაყიდულა, შეიძინა Universal Music-მა და თითქმის 400 მილიონი დოლარი გადაიხადა.Queen-ის მუსიკალურ კატალოგში შედის როკის ისტორიაში ყველაზე საკულტო სიმღერები, როგორიცაა "Bohemian Rhapsody", "We Will Rock You", "We Are the Champions", "Another One Bites the Dust" და "Radio Ga Ga".წყარო: therichest.com
1721553960
რომელია სტალინის 5 აგარაკი აფხაზეთში და ცდილობენ თუ არა რუსები მათ დასაკუთრებასნაახალწლევს აფხაზეთში სტალინის მორიგ აგარაკზე მორიგი სკანდალი ატყდა. ადგილობრივი საზოგადოება აღაშფოთა ინტერნეტსა და ზოგიერთ Telegram-არხზე გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც უცნობი რუსი ბიზნესმენი „ბელადის“ რიწის ტბის აგარაკის ფონზე მისი შესყიდვისა და გეგმების შესახებ საუბრობს.ზოგადად, სტალინის აგარაკები აფხაზურ რეალობაში დროდადრო ხმაურისა და დაპირისპირების თემად იქცა. ეს უფრო მგრძნობიარე მას შემდეგ გახდა, რაც 2022 წლის ივლისში, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკისა და მიმდებარე საზღვაო აკვატორიის რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადაცემის შეთანხმება ჯერ რატიფიკაციისთვის შევიდა, ხოლო გასული წლის 26 დეკემბერს რატიფიკაციით დასრულდა.2015 წელს დე ფაქტო ხელისუფლებამ ტურისტებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სტალინის 5 აგარაკი გახსნა. ეს ობიექტები, ერთის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, როგორც ჩანს, ამას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს....და მაინც, სტალინის რა აგარაკებია აფხაზეთში და ეუფლებიან თუ არა მათ რუსები ეტაპობრივად.რიწის ტბის აგარაკირიწის ტბის შორეულ, ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სტალინის აგარაკი 1947 წელს აშენდა. ის მხოლოდ დასვენებისთვის იყო განკუთვნილი და მაშინდელი უახლესი ტექნიკით გამოირჩეოდა. ამასთან, რიწის აგარაკზე დამონტაჟებული იყო ორი თეთრკეციანი კერამიკისგან დამზადებული აბაზანა, რომელშიც წყალი რამდენიმე საათი არ ცივდებოდა. აგარაკს ემსახურებოდა 50-მდე ადამიანი: მზარეული, დამლაგებელი, პარიკმახერი, მედდა, მებაღე, მძღოლი და ტოქსიკოლოგი, რომელიც „ბელადისთვის“ დამზადებულ ყველა საკვებს ამოწმებდა.ცნობილია, რომ სტალინი აგარაკზე სულ ხუთჯერ იმყოფებოდა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ აგარაკით ნიკიტა ხრუშოვი და ლეონიდ ბრეჟნევი სარგებლობდნენ. ამჟამად ის საექსკურსიო ობიექტად აქტიურად გამოიყენება. აგარაკის გვერდით პატარა ორსართულიანი სასტუმროც არის გახსნილი, სადაც ოთახები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის ქირავდება, ვისაც ტბის ულამაზეს ტყიან გარემოში სეირნობა უყვარს.სწორედ არსებული სტუმარმასპინძლური ბიზნესაქტივობის ფონზე გაჩნდა ინტერნეტში ვიდეორგოლი, რომელშიც უცნობი რუსი ბიზნესმენი სტალინის აგარაკის შეძენაზე საუბრობს„ჩვენს მიერ შეძენილი კიდევ ერთი ქონება სტალინის სახლია, რომელიც აფხაზეთში გამართულ გაკოტრების აუქციონზე 850 ათას რუბლად (თითქმის, 10 000 დოლარად) ვიყიდეთ. ამ ულამაზესი, თვალწარმტაცი ადგილიდან მოგების მისაღებად სტალინის აგარაკზე კურორტის მოწყობას ვგეგმავთ. აქ უახლოეს მომავალში, დაახლოებით, 800 მლნ რუბლის (მინიმუმ, 9 მლნ დოლარის) გამომუშავებას შევძლებთ, როცა მის გაქირავებას მოსკოვის VIP-კლიენტებზე დავიწყებთ. აქ მეტად თვალწარმტაცი შემოგარენია რიწის ტბის ულამაზესი ხედით. მოწყობილ გარემოს ავთენტურად დავტოვებთ. უახლოესი მოგება, 800 მლნ რუბლის სახით, ხუთწლიან პერიოდზე გვაქვს გაწერილი. ამჟამად აქ ადგილის დასათვალიერებლად ვიმყოფებით,“ - აცხადებს ვიდეოში ანონიმური ბიზნესმენი.აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს უფროსი, ბესლან კვიცინია, ერთის მხრივ, უარყოფს ინფორმაციას და აცხადებს, რომ „ამ აგარაკის ირგვლივ ჭორების გავრცელება ახალი ამბავი არ არის“ და ჯერ კიდევ 2005 წელსაც იგივე მოხდა, როცა მედია წერდა, თითქოს რუს ბიზნესმენსა და მილიარდერ ოლეგ დერიპასკას მისი შეძენა 10 მლნ დოლარად სურდა.თუმცა, მეორეს მხრივ, კვიცინიას ეს განცხადება კიდევ უფრო მეტ ეჭვს იწვევს, რადგან 2005 წლის ანალოგი სტალინის რიწის აგარაკს კი არა, მის კიდევ ერთ აგარკს, „ცივ მდინარეს“ („ხოლოდნაია რეჩკას“) შეეხება.„ცივი მდინარე“ეს აგარაკი გაგრიდან 25 კილომეტრში, მთის თავზე, ფიჭვნარში მდებარეობს და მას ყველაზე გასაიდუმლოებულ აგარაკს ეძახდნენ. გადმოცემით, ერთხელ „ბელადმა“ გემიდან დაინახა თვალწარმტაცი ბუნება და იქ სასახლის აშენება მოინდომა, რასაც არქიტექტორები არ ურჩევდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ იმ ადგილზე შენობა 5 წელიწადასაც ვერ გაძლებდა. შედეგად სამსართულიანი შენობა უზარმაზარი აივნით აშენდა.აგარაკზე იყო საბილიარდო და ცალკე კინოდარბაზი, რადგან სტალინი ფილმების დიდი მოყვარული ყოფილა, ასევე, თერმოაბაზანა, სამუშაო კაბინეტი უზარმაზარი მაგიდით და სამი საძინებელით. როგორც წესი, სტალინის ნებისმიერი აგარაკის მშენებლობის დროს უსაფრთხოების მიზნით ორი ან სამი საძინებელი აუცილებელი პირობა იყო არქიტექტორებისათვის.2005 წელს „კომსომოლსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ „ცივი მდინარის“ შეძენით ალუმინის მაგნატი, ოლეგ დერიპასკა იყო დაინტერესებული, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ამ აგარაკის ბედს მთელი წელი განიხილავდა.„საბოლოოდ, მათ გადაწყვიტეს, ის 10 მლნ დოლარად მიეყიდათ რუსული კომპანია Basic Element-ისთვის, რომელსაც ოლეგ დერიპასკა ხელმძღვანელობს,“ - წერდა გამოცემა.თუმცა შემდეგ დერიპასკამ გადაიფიქრა და ამ საკითხზე საუბარი შეყწდა. „ცივი მდინარის“ შესახებ მაშინდელი აფხაზური პრესაც აქტიურად წერდა და ობიექტის მფლობელად მოსკოვის მაშინდელ მერს, იური ლუჟკოვსაც ასახელებდა.ახალი ათონის აგარაკიის ახალი ათონის მონასტერთან ახლოს მდებარეობს. მთელი კომპლექსი 1947 წელს, სულ რაღაც ერთ წელიწადში აშენდა. მშენებლობაზე გერმანელი სამხედრო ტყვეები და საბჭოთა მეტროს მშენებლები მუშაობდნენ. მას, ისტორიკოსების ცნობით, კოდური სახელი, „ობიექტი N8 - მერცხლის ბუდე“ ეწოდა და „ბელადის“ რეზიდენცია იყო, სადაც ის არა მარტო ისვენებდა, არამედ მუშაობდა, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს მართავდა. ამჟამად ყოფილი სახელმწიფო აგარაკი ტურისტებისთვის არის ხელმისაწვდომი. აგარაკი იმდროინდელი კარგად შემონახული ინტერიერით, ორიგინალური ავეჯითა და ჭურჭლით გამოირჩევა.მორიგი უცნობი რუსი ოლიგარქისთვის ახალი ათონის აგარაკის მიყიდვის სკანდალი გასული წლის ნოემბერში ატყდა. კერძოდ, აფხაზურმა ოპოზიციამ სარეკლამო განცხადება გაასაჯაროვა, რომლითაც, მათი მტკიცებით, „კერძო ნაკვეთის გაყიდვის ტექსტით სტალინის აგარაკის გაყიდვა იყო შენიღბული.“სარეკლამო ტექსტში ნათქვამი იყო, რომ ქალაქ ათონის მისასვლელთან, ზღვიდან 400 მეტრსა და მთავარი გზატკეცილიდან 300 მეტრში 1300 კვადრატული მეტრ ფართობის ნაკვეთი იყიდებოდა, ხოლო სურვილის შემთხვევაში ფართობის 400 კვადრატული მეტრით გაზრდა არის შესაძლებელი.„ობიექტი ოდნავ შემაღლებულ ადგილზე, ზღვაზე ხედით თვალწარმტაც ბუნებაში მდებარეობს, სადაც პალმები და ეგზოტიკური მცენარეებია. ეს ბიზნესისთვის შესანიშნავი, ტურისტებისთვის კი საყვარელი ადგილია,“ - იუწყებოდა სარეკლამო განცხადება.აგარაკის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა Telegram-არხ Respublica-მაც გაავრცელა, რომელიც, ასევე, ამტკიცებდა, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აგარაკი უცნობ რუს ოლიგარქზე იყიდებოდა.“ეს ინფორმაცია ქალაქის მცხოვრებლების პროტესტის მიზეზი გახდა, რომლებიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, გასული წლის 21 ნოემბრის ღამეს, აგარაკის ღობის გარღვევით, მის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს. ისინი აფხაზეთის ხელმძღვანელობისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ. ამას ადგილზე დე ფაქტო შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება მოჰყვა. ბესლან კვიცინიამ მოსახლეობასთან მაშინაც პირობა დადო, რომ „ეს ქონება არ გასხვისდება, იჯარით არ გაიცემა და არც გაიყიდება.“სოხუმის აგარაკიორსართულიანი შენობა პირდაპირ სოხუმის დენდროპარკის ცენტრში მდებარეობს და ერთადერთია ყველა აგარაკიდან, რომელიც მწვანედ არ არის შეღებილი. ის ერთადერთია იმ მხრივაც, რომ სტალინი იქ არასდროს იმყოფებოდა. შენობა ტურისტებისთვის დაკეტილია, რადგან თავდაპირველად ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენცია იყო, შემდეგ კი ე.წ. ოფიციალური პირებისთვის დახურულ სასტუმროდ გადაკეთდა. შენობის დათვალიერება მხოლოდ გარედან, პარკში სეირნობისას არის შესაძლებელი.მიუსერას აგარაკიმისი შენობა ადრე მსხვილ სომეხ ნავთობმაგნატ ლიანოზოვს ეკუთვნოდა, რომელიც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა. მის ქონებასა და ავეჯს ადგილობრივი მცხოვრებლები მანამ ძარცვავდნენ, ვიდრე შენობა სახელმწიფო აღრიცხვაზე არ აიყვანეს. იქ სტალინის აგარაკი 1936 წელს მოეწყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დანაღმული იყო, რომ გერმანელებს ხელში არ ჩაეგდოთ. სტალინი მიუსერას რეზიდენციაში სულ 8-ჯერ, უკანასკნელად კი 1952 წელს იმყოფებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ობიექტი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, იგივე, „კაგებეს“ იურისდიქციში გადავიდა.1988 წლამდე აგარაკი დახურული დაწესებულება იყო და იქ ტურების მოწყობა სულ ახლახან დაიწყო. კერძოდ, აგარაკის მონახულება ბიჭვინთა-მიუსერას ნაკრძალის ტურში შედის (ეს ტური სსრკ-ის უკანასკნელი მმართველის, მიხეილ გორბაჩოვის აგარაკის მონახულებასაც მოიცავს, რომელიც იქვე აშენდა).ტურისტებისთვის სტალინის მიუსერას აგარაკზე, თითქმის, ყველა ოთახი ღიაა. ინტერიერის უმეტესი ნაწილი აღდგენილია, თუმცა „ბელადის“ ორიგინალური ნივთები და ავეჯიც შემორჩენილია.