1778651867
მარტში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი 33 216 პირს ჰქონდა - რამდენი იღებდა 599 ლარამდე ანაზღაურებას
2026 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ყოველთვიურ ხელფასს იღებდნენ, 1 006 550 შეადგინა.
PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობა 2026 წლის თებერვალთან შედარებით 0.6%-ით, ხოლო 2025 წლის მარტთან შედარებით 4.5%-ით არის გაზრდილი.
„2026 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 11.2%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის თებერვალთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის მარტთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2026 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 35.5%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის თებერვალთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის მარტთან შედარებით 5.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2026 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.3%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის თებერვალთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის მარტთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, - ვკითხულობთ კვლევაში.
9 600 ლარზე მეტი ხელფასი მარტში 33 216 ადამიანს ჰქონდა
უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის მარტში 599 ლარამდე ხელფასი 113 ათასს პირს ჰქონდა, იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომელთა ხელფასიც 600-1199 ლარის ფარგლებში მერყეობდა 187 ათასს შეადგენდა.
გარდა ამისა, ქვეყანაში 348 ათასი ადამიანის ხელფასი 1200 ლარიდან 2399 ლარის ფარგლებში იყო, ხოლო 358 ათასი ადამიანის თვიური ანაზღაურება 2400 ლარს აჭარბებდა.
რაც შეეხება 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, PMCG-ის მონაცემებით, მარტში 33 216 ადამიანმა აიღო.



