რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ 19 თებერვლის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6769 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1566 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6750 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6700 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1550 ლარად, გაყიდვა კი 3.1400 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6770 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6730 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1500 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1380 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6760 ლარად, გაყიდვა კი - 2.6720 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1550 ლარად, გაყიდვას კი - 3.1400 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6800 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6500 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1550 ლარად, გაყიდვა კი 3.1200 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.