1772430400
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 27 თებერვლის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6759 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1581 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6770 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6720 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1650 ლარად, გაყიდვა კი 3.1560 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6770 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6720 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1640 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1530 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6770 ლარად, გაყიდვა კი - 2.6710 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1650 ლარად, გაყიდვას კი - 3.1530 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6800 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6500 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1650 ლარად, გაყიდვა კი 3.1200 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.



