რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტა

ეროვნული ბანკის მიერ 25 მარტის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1402 ლარია.

ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7050 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7000 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1400 ლარად, გაყიდვა კი 3.1250 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7000 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6950 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1430 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1200 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7070 ლარად, გაყიდვა კი - 2.7000 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1450 ლარად, გაყიდვას კი - 3.1250 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7100 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6800 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1400 ლარად, გაყიდვა კი 3.1000 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.