რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტა

ეროვნული ბანკის მიერ 24 აპრილის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1505 ლარია.

ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6940 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6850 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1700 ლარად, გაყიდვა კი 3.1400 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6930 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6880 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1590 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1470 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6930 ლარად, გაყიდვა კი - 2.6890 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1600 ლარად, გაყიდვას კი - 3.1500 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6950 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6700 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1550 ლარად, გაყიდვა კი 3.1200 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.