სად ირიცხება საქართველოდან ფული

ფული

საქართველოდან ფულადი გზავნილების შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაისში ქვეყნიდან 30.141 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 3.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის მაისში საქართველოდან ფულადმა გზავნილებმა 31.246 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა, ლიდერობს თურქეთი 21%-ით, რომელსაც მოსდევს აზერბაიჯანი 14%-ით და რუსეთი 12%-ით.

უფრო კონკრეტულად, ფულად გადარიცხვებში, ქვეყნების ათეული ასეთია:

  1. თურქეთი - 6.200
  2. აზერბაიჯანი - 4.171
  3. რუსეთის ფედერაცია - 3.613
  4. უკრაინა - 2.309
  5. საბერძნეთი - 1.470
  6. უზბეკეთი - 1.203
  7. აშშ - 1.145
  8. სომხეთი - 1.117
  9. ყაზახეთი - 1.009
  10. იტალია - 1.000

ცნობისთვის, საქართველოში ფულადი გზავნილები 27%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაისში საქართველოში 284.308 მლნ გადმოირიცხა, წინა წლის იგივე პერიოდში - 390.240 მლნ აშშ დოლარი.