საქართველომ რეკორდული რაოდენობის საზამთრო და ნესვი იყიდა - იმპორტირებული პროდუქტის 97.2% ირანულია

საზამთრო და ნესვი

საქართველოში ნესვისა და საზამთროს იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 421 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 1 256 ტონა პროდუქტი შემოვიდა, ეს კი 2009 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (პორტალზე აღნიშნული მონაცემი ხელმისაწვდომი სწორედ ამ პერიოდიდან არის).

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, იმპორტის მაჩვენებელი 18.5%-ითაა გაზრდილი. კერძოდ, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში 355.4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 1 076 ტონა ნესვისა და საზამთროს იმპორტი განხორციელდა.

ამას გარდა, მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს ქვეყანას მოცემული ხილის იმპორტი მცირედით, 1.5%-ით გაუძვირდა. თითქმის 0.7%-ით გაიაფდა. ასე მაგალითად, თუ 2025 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში 1 კგ საზამთროს და ნესვის საიმპორტო ფასი 0.33 (33 ცენტი) აშშ დოლარს შეადგენდა, 2026 წელს ეს მაჩვენებელი 0.335 (33.5 ცენტი) აშშ დოლარი იყო.

სად ვყიდულობთ საზამთროს და ნესვს?

რაც შეეხება მთავარ საიმპორტო ბაზრებს, აღსანიშნავია, რომ საქართველოში საზამთროსა და ნესვის იმპორტი მხოლოდ 4 ქვეყნიდან ხორციელდება.

ძირითადი იმპორტიორი (მოცულობის მიხედვით) 97.2%-იანი წილით ირანია.

უფრო კონკრეტულად, 4 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2026 წლის პირველ ოთხ თვეში საზამთრო და ნესვი შემოვიდა, ასე გამოიყურება:

ირანი - 372.9 ათასი აშშ დოლარის 1 221 ტონა;

ნიდერლანდები - 37.4 ათასი აშშ დოლარის 23 ტონა;

თურქეთი - 5.9 ათასი აშშ დოლარის 9 ტონა;

ტაილანდი - 4.8 ათასი აშშ დოლარის 0.5 ტონა.