საქართველოში ოქტომბერში ბენზინი 15-20 თეთრით გაძვირდა - რა ღირს საწვავი სხვადასხვა ქსელში?

საწვავი

ნავთობის გლობალური ფასები მიმდინარე კვირას გაიზარდა და ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობი 111 დოლარად ივაჭრება, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 75%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, საქართველოშიც საწვავი ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდა.

ოქტომბერში საწვავის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 10-დან 20 თეთრამდე გაიზარდა.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს საწვავი საქართველოში სხვადასხვა ქსელში: 

Gulf:

Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება ოქტომბრის თვის განმავლობაში გაიზარდა, ბენზინი ჯამში 14-22 თეთრით, დიზელი კი 10-12 თეთრამდეა გაძვირებული.

საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

  • G-Force სუპერი - ₾4.69; ზრდა - 14 თეთრი;
  • G-Force პრემიუმი - ₾4.39; ზრდა - 22 თეთრი;
  • G-Force ევრო რეგულარი - ₾4.09; ზრდა - 20 თეთრი;
  • G-Force ევრო დიზელი - ₾5.05, ზრდა - 10 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.99, ზრდა - 12 თეთრი;

Wissol:

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფასები გაძვირდა. ბენზინის ღირებულება 14-23 თეთრით, ხოლო დიზელის 8-14 თეთრით გაიზარდა.

დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

  • A1 სუპერი 100 - ₾4.83, ზრდა - 19 თეთრი;
  • ეკო სუპერი - ₾4.68; ზრდა - 14 თეთრი;
  • ეკო პრემიუმი - ₾4.39; ზრდა - 23 თეთრი;
  • ეკო დიზელი - ₾5.07, ზრდა - 14 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.98, ზრდა - 9 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾4.08; ზრდა - 14 თეთრი;
  • დიზელ ენერჯი - ₾4.93, ზრდა - 8 თეთრი;

Socar:

Socar-ის ქსელში საწვავის ღირებულება ოქტომბერში 2-დან 16 თეთრამდე გაძვირდა.

დღეს, ბენზინის და დიზელის შეძენა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

  • ნანო სუპერი - ₾4.62, ზრდა - 12 თეთრი;
  • ნანო პრემიუმი - ₾4.31, ზრდა - 16 თეთრი;
  • ნანო ევრო რეგულარი - ₾4.02, ზრდა - 16 თეთრი;
  • ევრო 5 დიზელი - ₾4.90; ზრდა - 4 თეთრი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.96; ზრდა - 2 თეთრი;

Lukoil:

Lukoil-ის ქსელში საწვავის ღირებულება მიმდინარე თვეში 6-12 თეთრით გაიზარდა.

დღეს საწვავის ფასები Lukoil-ის სადგურებზე შემდეგია:

  • Super ecto – ₾4.60; ზრდა - 5 თეთრი;
  • Premium Avangard - ₾4.25; ზრდა - 20 თეთრი;
  • Euro Regular - ₾3.95; ზრდა - 10 თეთრი;
  • Euro Diesel - ₾4.97; ზრდა - 15 თეთრი.