1713170557
ჩინეთის პრეზიდენტი რუსული გაზის შესყიდვის გაზრდის თაობაზე პუტინის წინადადებისგან თავს იკავებს - Bloomberg
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსული გაზის შესყიდვების მოცულობის გაზრდის წინადადებისგან თავი შეიკავა, - ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „გამოკვეთილი თანხმობა“ ან „მინიშნება“ გაზსადენ Power of Siberia-2-ის მშენებლობასა და ექსპლუატაციის პროგრესზე არ მისცა.
სი ძინპინის მთავრობა შეშფოთებულია ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის გამო. ჩინეთს რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულების მხრივ ევროპის მსგავსი შეცდომის დაშვება არ სურს.
ცნობისთვის, კრემლში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეები ეკონომიკური თანამშროლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.
1714136395
საქართველოში შესაძლოა, UBER-ის ტაქსები გამოჩნდესსაქართველოში შესაძლოა, UBER-ის ტაქსები გამოჩნდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა ვრცელდება სოციალურ ქსელში.როგორც ტაქსისტების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, აპლიკაცია გამოწერეს და რაღაც ეტაპზე რეგისტრაციაც გაიარეს. მათივე ცნობით, ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა UBER-ის შემოსვლაზე საუბარი მიმდინარეობს. ამასთანავე, ისინი აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ტაქსის პლატფორმა „ლაინი“ გამოჩნდა.ტაქსის გამოძახების მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის აპლიკაცია ქართულ ბაზარზე უკვე დაემატა. Google Play-სა და App Store-ში აპლიკაცია Uber Ge-ის სახელით იძებნება. ამავე მონაცემებიდან ირკვევა, რომ ხელმისაწვდომი იქნება Uber Black-ი, რაც პრემიუმ კლასის მგზავრობის სერვისს სთავაზობს მოქალაქეებს.
1714134310
Jobs.ge-ზე 6 თვეში 40 913 ვაკანსია გამოქვეყნდაJobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა იზრდება. PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, ბოლო 6 თვეში (2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით) 40 913 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022- 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3%-ით მეტია. მხოლოდ მარტში jobs.ge-ზე 7 495 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 7.6%-ით მეტია.აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შემცირდა. PMCG კვლევითი ცენტრის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.PMCG-ის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით:🔵 9 761 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია;🔵 6.9%-ით მეტი, 7 536 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების/სტატისტიკის კატეგორიაში;🔵 გაყიდვების/შესყიდვების კატეგორიაში ვაკანსიები 2.3%-ით შემცირდა და 10 408 შეადგინა.
1714131081
„აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი“ - დემოგრაფისაქართველოში 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) დაფიქსირდა. კერძოდ, 2015 წლიდან 2023 წლამდე საქართველოში შობადობა 30%-ით არის შემცირებული. კერძოდ, თუ 2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 59 249 იყო, 2023 წელს 40 214 შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, შობადობა ყოველწლიურად მცირდება.დემოგრაფი ანზორ თოთაძე ამბობს, რომ მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შობადობის კლებაა. მარტივად რომ ვთქვათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელთან მიმართებით, ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა არასაკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობის რიცხვი არა თუ გაიზარდოს, არამედ არ შემცირდეს მაინც. რაც შეეხება შობადობის კლების მიზეზს, დემოგრაფი ერთ-ერთ ფაქტორად ცხოველების ყოლას ასახელებს. მისი აზრით, როდესაც ოჯახს ჰყავს ძაღლი, დამატებით ბავშვების ყოლაზე აღარ ფიქრობენ.„ზოგადად, დემოგრაფიულ პროცესებზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, შობადობა, სიკვდილიანობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ შობადობა მცირდება. 2015 წელს შობადობა იყო თითქმის, 60 000, 2021 წელს უკვე - 45 000, 2022 წელს - 42 000, ამჟამად ეს ჩამოვიდა - 40 000-ზე. თავის მხრივ, შობადობაზეც მრავალი ფაქტორი მოქმედებს, ეკონომიკური და სოციალური, მაგრამ ახლა კიდევ ერთი ფაქტორი დაემატა, დედაქალაქშიც და ყველგან უამრავი ძაღლია. ვიცი, გაგიკვირდებათ, ძაღლი რა შუაშია შობადობასთანო, მაგრამ თბილისში ამჟამად 270 000 ძაღლია და ყოველწლიურად იზრდება მათი რაოდენობა. ეს უარყოფითად იმიტომ მოქმედებს შობადობაზე, რომ ოჯახის წევრად ჰყავთ გახდილი, გაიგივებულია შვილთან. ბევრს ერთი კი არა, ორი-სამი ძაღლი ჰყავს ოჯახში და იმდენივე დრო და ფინანსები სჭირდება ძაღლს, რამდენიც ჩვილ ბავშვს. ერთი ან მაქსიმუმ 2 ბავშვი რომ ჰყავს, მესამეს აღარ აჩენს. სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია მხოლოდ პირველი ბავშვის დაბადების რაოდენობა, თუმცა ორიც რომ იყოლიონ, ეს მაინც მოსახლეობის კლებაა. სტატისტიკურად ითვლება, რომ 2 ბავშვი ანაზღაურებს მშობლებს, მაგრამ თუ მაგალითად, 40 000 ბავშვი დაიბადა, აქედან ყოველწლიურად 500 -ზე მეტი ბავშვი კვდება, 15 წლამდე ასაკში ორჯერ მეტი, ამას ემატება ის, რომ ყველა არ ქორწინდება, ან ბავშვი არ ჰყავს, ამიტომ ამ ყველა ფაქტორს თუ მივიღებთ მხედველობაში, 2 ბავშვი მოსახლეობის კლებაა. უკვე მივედით იქამდე, რომ აღარ აჩენენ ბავშვებს, როცა ჰყავთ ძაღლი. ძირითადად, ერთი ბავშვი ჰყავთ. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ შობადობის შემცირების, ამას ემატება სიკვდილიანობის მაჩვენებელი და მოსახლეობა რაოდენობრივად იკლებს“, - ამბობს ანზორ თოთაძე.
1714127346
დღეიდან, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელიდღეიდან, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.ცნობისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.შესაბამისად, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. „ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის,ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1714126356
დღეს ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა იხსნებადღეს ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.„14:00 სთ-ზე რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიება იგეგმება.ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.