ევროკავშირი ციფრულ საფულეზე გადასასვლელად ემზადება

ციფრული საფულე

ევროკავშირი ავითარებს ციფრულ საფულეს, რომელიც საშუალებას მოგცემთ უარი თქვათ ქაღალდისა და პლასტმასის ყველა დოკუმენტზე, კერძოდ, პირადობის ან მართვის მოწმობაზე. ამის შესახებ ესტონეთის ეროვნული მაუწყებლობა ERR იტყობინება.

ევროპარლამენტარები 2020 წლიდან განიხილავენ შესაბამისი რეგულაციის ახალ ვერსიას, რომელიც ცნობილია შემოკლებით როგორც eiDAS. 

ერთი კვირის წინ ევროკავშირმა დაასრულა მუშაობა ციფრული საფულის აპლიკაციაზე. ის ახლა ტესტირების რეჟიმშია.

ციფრულმა საფულემ შეიძლება შეინახოს ყველა ნებართვისა და უფლების დამადასტურებელი საბუთი, მათ შორის მართვის მოწმობები და მედიკამენტების რეცეპტები.

გარდა ამისა, ის საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ ვის და რა ინფორმაცია აჩვენოთ.

„პლასტიკური დოკუმენტი იშვიათი გახდება. თუ ადამიანს ნამდვილად სჭირდება მოგზაურობისთვის ან სხვა მიზნისთვის, მაშინ მან ცალკე უნდა მიმართოს უწყებას“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის საინფორმაციო სისტემის ექსპერტი მარკ ერლიხი.