1788509700
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 52 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა საერთო ქონება 201 მლრდ დოლარია
დუბაი მსოფლიო სიმდიდრის დედაქალაქის წოდებას ინარჩუნებს, არაბთა გაერთიანებული საამიროები კი მსოფლიოს 15 ქვეყანას შორისაა, სადაც ულტრა-მდიდრები ცხოვრობენ.
2025 წელს, ქვეყანაში 52 მილიარდერი ირიცხებოდა, რომელთა საერთო ქონება 201 მლრდ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული დასკვნა კვლევითმა კომპანიამ Billionaire Census 2026 გამოაქვეყნა.
აქედან, დუბაიში, 2025 წლის მონაცემებით, 43 მილიარდერი ცხოვრობდა - ორჯერ მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე.
მსოფლიო რეიტინგში აღნიშნულ ქალაქს ნიუ-იორკი, ჰონკონგი, სან-ფრანცისკო, ლონდონი, სინგაპური, ლოს-ანჯელესი და პეკინი უსწრებს.



