ჰარი პოტერის შესახებ ფილმები რუსეთის ონლაინ-კინოთეატრებში ხელმისაწვდომი აღარ იქნება

ფილმი ჰარი პოტერი

ჰარი პოტერის ფილმები, რომლებიც ინგლისელი მწერლის ჯ.კ. როულინგის წიგნზეა დაფუძნებული, 1-ლი თებერვლიდან რუსეთში ლეგალური ონლაინ-დისტრიბუციიდან გაქრება, რადგან ონლაინ-კინოთეატრმა Amediateka-მ მათზე უფლებების განახლება ვერ შეძლო.

ამ ინფორმაციას Amediateka-ს პრესსამსახური ადასტურებს. მათი თქმით ჰარი პოტერის ფილმების სალიცენზიო უფლებების ვადა 31 იანვარს იწურება.

ჰარი პოტერისა და Fantastic Beasts-ის ფრენჩაიზის გვერდებზე ნათქვამია, რომ მათი ნახვა 31 იანვრამდეა შესაძლებელი. ეს ფილმები ხელმისაწვდომია Amediateka-ს სააბონენტო სერვისზე. Kinopoisk-ის გარდა, Amediatka ფილმებს აწვდის რუსულ ონლაინ კინოთეატრებს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიებმა Warner Bros-მა, Walt Disney Company-მ, Sony Pictures-მა, Paramount-მა, Universal-მა რუსეთის ფედერაციაში თავიანთი ფილმების ჩვენება, დისტრიბუცია და საქმიანობა, რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გაურკვეველი ვადით შეაჩერეს.