რატომ შეიძლება აღმოჩნდეს მარკ ცუკერბერგი გისოსებს მიღმა?

მსოფლიო 1674373416
სოციალური ქსელის ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერკი

დიდი ბრიტანეთი მზადაა სოციალური მედიის მმართველებს ციხით დაემუქროს, თუ ისინი ონლაინ უსაფრთხოების ახალ წესებს დაარღვევენ, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის ონლაინ უსაფრთხოების კანონპროექტი, როგორც ჩანს, სისხლის სამართლის სანქციებით გამყარდება. კანონპროექტს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ლობირებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მარეგულირებლები აღმოაჩენენ, რომ ინსტაგრამი ბრიტანელ ბავშვებს თვითმკვლელობის წამახალისებელ მასალას შესთავაზებს, მარკ ცუკერბერგი შესაძლოა, ორი წლით დააპატიმრონ, რადგან კანონპროექტი 18-წლამდელთა მავნე შინაარსის მასალისგან დაცვას ისახავს მიზნად.

კანონი ჯერ ლორდთა პალატაში უნდა განიხილონ და სავარაუდოდ, ძალაში გაზაფხულიდან შევა. მედია წერს, რომ სიახლე სილიკონის ველის შეძრწუნებას გამოიწვევს.

გაერთიანებული სამეფოს ონლაინ უსაფრთხოების კანონპროექტი სისხლის სამართლის სანქციებით სოციალური მედიის ავტორიტეტებისთვის ტექნოლოგიური გიგანტების პრივილეგიებს შეზღუდვას და მათ მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს.