როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივნისს საქართველოში

ამინდი

25 ივნისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექია ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

სოხუმშიც ნალექიანი დღეა, +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც იწვიმებს, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმაა დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში წვიმიანი დღეა, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც წვიმს, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +10 იქნება.

ბორჯომშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, +27 იქნება დღისით, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +23 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში ნალექიანი დღეა. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

იწვიმებს გურჯაანში, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმა იქნება, დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.