რონალდუს მაისური აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა თურქეთში გადაირიცხება

რონალდუს მაისური აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა თურქეთში გადაირიცხება

თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი მერიჰ დემირალი პირადი კოლექციიდან კრიშტიანუ რონალდუს მაისურს აუქციონზე ყიდის, რომელსაც ლეგენდარული ფეხბურთელის ავტოგრაფიც აქვს. შემოსულ თანხას, თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებს გადაერიცხებათ.

როგორც დემირალმა თქვა, პორტუგალიელ ვარსკვლავს ეს მაისური იუვენტუსში თამაშის დროს ეცვა. მერიჰ დემირალი და კრიშტიანუ რონალდუ, ტურინის „იუვენტუსში“ ერთ გუნდში თამაშობდნენ.

„ახლახან ველაპარაკე კრიშტიანუს. მან თქვა, რომ ძალიან წუხს თურქეთში მომხდარის გამო. ვაპირებთ, რომ ჩემს კოლექციაში არსებული კრიშტიანუს მაისურის აუქციონზე გავიტანოთ. შემოსული თანხა მიწისძვრის ზონაში დაზარალებულებს მოხმარდება,“ - დაწერა ფეხბურთელმა Twitter-ზე.

დემირალის პოსტმა ათიათასობით მოწონება დაიმსახურა და მას სხვა ფეხბურთელებიც გამოეხმაურნენ. ტურინის „იუვენტუსის“ მოქმედმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ მხარდაჭერა აღუთქვა მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების საქმეში და მერიჰ დემირალს საკუთარ მაისურის ჩუქებას დაჰპირდა.

დემირალი შემოსულ თანხას თურქულ საქველმოქმედო ორგანიზაცია Ahbap-ში გადარიცხავს. დაზარალებულებისთვის შემოწირულებებს აგროვებენ ასევე თურქული წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია - Turkish Red Crescent და Save The Children.