10 ქვეყანა, სადაც ქათმის ფილე ყველაზე ძვირი/იაფია

ქათმის ფილე

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის 1 კგ. ქათმის ფილეს ფასი მარკეტებში ყველაზე ძვირი სომხეთში, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანშია - ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, 101 ქვეყანას შორის სომხეთი 50-ე ადგილზეა - აქ 1 კგ. ქათმის ფილეს საშუალო ფასი 7.15 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სამეზობლოში სომხეთის შემდეგ ქათმის ფილე ყველაზე ძვირი საქართველოშია (71-ე ადგილი) და მარკეტების საშუალო ფასი 5.7 დოლარს უტოლდება.

რუსეთი რეიტინგში 76-ე ადგილზეა (1 კგ. ფილე 5.34 დოლარი). სამეზობლოში მას მოსდევს 79-ე ადგილით თურქეთი, სადაც 1 კგ. ქათმის ფილე 4.82 დოლარი ღირს, მას კი მოსდევს აზერბაიჯანი 82-ე ადგილითა და კილოგრამზე საშუალოდ 4.59 დოლარით.

სად ღირს ქათმის ფილე ყველაზე ძვირი და იაფი?

რაც შეეხება მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს, Numbeo-ს თანახმად, 1 კგ. ქათმის ფილე შედარებით ყველაზე ძვირია შვეიცარიაში და ფასი 29.9 დოლარს შეადგენს.

ამასთანავე, მსოფლიოში ქათმის ფილე შედარებით ყველაზე იაფია ბანგლადეშში და საშუალო ფასი 2.6 დოლარს უტოლდება.

10 ქვეყანა, სადაც ქათმის ფილე ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

  • შვეიცარია - 29.9 დოლარი;
  • ლუქსემბურგი - 16.2 დოლარი;
  • ნორვეგია - 16.1 დოლარი;
  • ნიდერლანდები - 15.4 დოლარი;
  • ავსტრია - 14.6 დოლარი;
  • საფრანგეთი - 14.4 დოლარი;
  • ფინეთი - 14.3 დოლარი;
  • ისრაელი - 13.2 დოლარი;
  • იტალია - 12.8 დოლარი;
  • შვედეთი - 12.8 დოლარი.

10 ქვეყანა, სადაც ქათმის ფილე ყველაზე იაფია:

  • ბანგლადეში - 2.6 დოლარი;
  • ირანი - 2.8 დოლარი;
  • ინდოეთი - 2.9 დოლარი;
  • პაკისტანი - 2.93 დოლარი;
  • ნეპალი - 2.95 დოლარი;
  • ტაილანდი - 2.97 დოლარი;
  • ინდონეზია - 3.17 დოლარი;
  • ჩინეთი - 3.41 დოლარი;
  • ვიეტნამი - 3.69 დოლარი;
  • უზბეკეთი - 3.85 დოლარი.