11 ბრენდი, რომელიც მომხმარებელს პროდუქციაზე უვადო გარანტიას აძლევს

საბუთები

პროდუქტების უმეტესობას მოჰყვება წვრილი შრიფტით დაწერილი პირობები და ვარგისიანობის ვადები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

თუმცა, ბრენდების მცირე ნაწილი მომხმარებლებს საუცხოო საგარანტიო პირობებს სთავაზობს - შეგიცვლიან ან შეგიკეთებენ ნივთებს მანამ, სანამ ის თქვენს მფლობელობაშია.

წარმოგიდგენთ მათ:

ბრენდები, რომლებიც საუცხოო საგარანტიო პირობებს გვთავაზობენ

Osprey-ის ზურგჩანთები ნებისმიერი დაზიანების დროს

1974 წელს აშშ-ში დაარსებული Osprey თავის ჩანთებს მხარს უჭერს ე.წ. „ყოვლისშემძლე გარანტიით“ (All Mighty Guarantee). ეს არის პირობა, რომ შეაკეთებენ ან შეცვლიან ნებისმიერ დაზიანებას, ნებისმიერი მიზეზით, უფასოდ, მიუხედავად იმისა, ჩანთა ერთი თვის წინ არის დამზადებული თუ ათწლეულების წინ.

ზურგჩანთების სექტორი ერთ-ერთია იმ მცირეთაგან, სადაც უვადო გარანტია არც ისე იშვიათად გვხვდება. კონკურენტები, როგორიცაა Gregory, JanSport და Deuter, ასევე სთავაზობენ მომხმარებელს მსგავს პირობებს.

Le Creuset - სამზარეულოს ეტალონი

სამზარეულოს ჭურჭლის ცოტა ბრენდს თუ აქვს ისეთივე წონა, როგორიც Le Creuset-ს. ფრანგული ბრენდი გვთავაზობს უვადო გარანტიას თავის ემალის თუჯის და რამდენიმე სხვა ხაზის პროდუქტზე. ისინი პირობას დებენ, რომ დეფექტურ ნივთებს შეცვლიან.

დაფარვა განსხვავდება პროდუქტის მიხედვით, მაგრამ ძირითადი გზავნილი ნათელია: ეს არის ჭურჭელი, რომელიც შექმნილია ათწლეულების განმავლობაში გამოსაყენებლად.

ბაზარზე მას ჰყავს პრემიუმ კონკურენტები, როგორიცაა HexClad, All-Clad, Heritage Steel და Denby.

Patagonia – ურყევი გარანტია და მდგრადობა

Patagonia-ს „ურყევი გარანტია“ (Ironclad Guarantee) პირდაპირი გაგებით გამოიყენება: თუ უკმაყოფილო ხართ, კალიფორნიაში დაფუძნებული ბრენდი შეაკეთებს, შეცვლის ან დაგიბრუნებთ თანხას.

მსგავს პოლიტიკას ატარებენ კონკურენტებიც, მათ შორის Arc'teryx და The North Face.

Nudie Jeans - უფასო შეკეთება ჯინსებისთვის

უფასო უვადო შეკეთება თითქმის არ აქვს ჯინსის მწარმოებელ წამყვან ბრენდებს. თუმცა, შვედური ლეიბლი Nudie Jeans ამას სტანდარტად აქცევს.

თუ ჯინსი გაგეხათ მუხლებზე ან გაირღვა ნაკერზე, ბრენდი მას უფასოდ შეაკეთებს. მომხმარებელს შეუძლია მიიტანოს ნივთი სპეციალურ სარემონტო მაღაზიაში, გააგზავნოს ფოსტით, ან გამოიყენოს ადგილობრივი მკერავი და მოითხოვოს ანაზღაურება.

Darn Tough – მსოფლიოში ყველაზე გამძლე წინდები

ვერმონტის ქარხნებში წარმოებულმა Darn Tough-მა ჩუმად დაიპყრო წინდების უჯრები მთელ მსოფლიოში. ბრენდის დაპირება მარტივია: თუ ეს არ არის ყველაზე გამძლე წინდები, რაც კი ოდესმე გქონიათ, გამოაგზავნეთ უკან და მათ შეცვლიან. ამისთვის ქვითარიც კი არ არის საჭირო.

Bottega Veneta – „მშვიდი ფუფუნება“

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აღმაშფოთებლად ძვირი, მაგრამ საოცრად გამძლე Bottega Veneta-ს ჩანთები ფუფუნების განსახიერებაა.

იტალიური მოდის სახლი ჩანთებში 900-დან 54 000 დოლარამდე ჰყიდის. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში გამოყენებაზე გათვლილი ჩანთების ფასი გონივრულია.

2022 წლიდან თითოეულ ჩანთას მოჰყვება „ხელოსნობის სერტიფიკატი“ (Certificate of Craft), რაც უვადო მომსახურებას გულისხმობს.

Victorinox – შვეიცარიული ხარისხის გარანტია

თავისი საკულტო შვეიცარიული დანებით ცნობილი Victorinox თავის ინსტრუმენტებს უვადო გარანტიით უზრუნველყოფს.

გარანტია ვრცელდება დანებზე, სამზარეულოს ჭურჭელზე და სხვა ხელსაწყოებზე. ბრენდი შეაკეთებს ან შეცვლის წუნდებულ ნივთებს სრული ფუნქციონირების აღსადგენად.

გარანტია არ ფარავს ნორმალურ ცვეთასა და კოსმეტიკურ დაზიანებას, თუმცა გზავნილი ნათელია: ეს იარაღები ათწლეულების განმავლობაში უნდა გემსახუროთ.

Briggs & Riley – „ასეთი მარტივია“ გარანტია ბარგისთვის

Briggs & Riley-ს უვადო გარანტია ამართლებს თავის სახელს. აშშ-ში დაფუძნებული ჩემოდნის მწარმოებელი შეაკეთებს ნებისმიერ ფუნქციურ პრობლემას – გაფუჭებული ელვა-შესაკრავით დაწყებული, დაზიანებული ბორბლებით დამთავრებული.

რემონტი ხორციელდება მაშინაც კი, თუ დაზიანება ტრანზიტის (ავიაკომპანიის) დროს მოხდა.

Stanley – საუკუნოვანი მემკვიდრეობა

ამერიკული ბრენდი Stanley უკვე საუკუნეზე მეტია ამზადებს წარმოუდგენლად გამძლე ჭურჭელს. მისი უჟანგავი ფოლადის ბოთლები და თერმოსები უზრუნველყოფილია უვადო გარანტიით, რომელიც ფარავს წარმოების დეფექტებს, მათ შორის სითბოს შენარჩუნების უნარის დაკარგვას.

Cross – კალმები ათწლეულების სამსახურისთვის

ამერიკული კალმების მწარმოებელი Cross თავის საწერ ინსტრუმენტებს უვადო მექანიკური გარანტიით უზრუნველყოფს. ის პირობას დებს, რომ შეაკეთებს ან შეცვლის ნებისმიერ კალამს, რომელსაც მექანიკური გაუმართაობა ექნება.

Villeroy & Boch – გერმანული გამძლეობა

ცნობილი გერმანული ბრენდი Villeroy & Boch გამძლეობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. აშშ-ში მისი კერამიკული სანტექნიკა უზრუნველყოფილია შეზღუდული უვადო გარანტიით. გარდა ამისა, კომპანია სთავაზობს დამატებით გარანტიებს, მათ შორის „ბავშვის მიერ გატეხვისას შეცვლის“ პირობასაც კი გარკვეულ ჭურჭელზე.

წყარო: lovemoney.com