270-დან 1600 ლარამდე - რა ღირს Kanye West-ის კონცერტის ბილეთები?

Kanye West

თბილისში დაგეგმილი Kanye West-ის კონცერტის საფასო კატეგორიები ცნობილია.

ღონისძიების ორგანიზატორის, Starring Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლაივ-შოუზე დასასწრები ბილეთების ფასი 270 ლარიდან იწყება და 1600 ლარამდე მერყეობს.

"ბილეთების წინასწარი გაყიდვა დაიწყება 11 მაისს, 12:00 საათიდან, მხოლოდ თიბისი ბარათების მფლობელებისთვის. ბილეთების ძირითადი გაყიდვა დაიწყება 12 მაისს, 12:00 საათიდან, ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვის.

ორივე დღეს, თიბისი ბარათებით შეძენისას, ყველა კატეგორიის ბილეთზე მოქმედებს -25%", - ნათქვამია Starring Georgia-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მსოფლიო ვარსკვლავი, მუსიკოსი Kanye West ლაივ-შოუს დინამო არენაზე, 12 ივნისს გამართავს. YE, რომელიც 21-ე საუკუნის მუსიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან ფიგურად ითვლება, საქართველოს Starring Georgia-ს მეოთხე სეზონის ფარგლებში ეწვევა.

BPN