„722 645 ლარი შეადგინა“ - მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯების დეტალებს აქვეყნებს

პატრიარქის დაკრძალვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის - საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიალის (ღონისძიების) ორგანიზება.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000 ლარი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 მაისის №953 განკარგულების საფუძველზე, გახორცილდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულებაში და კულტურის სამინისტროსთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაკორექტირდა 722 645 ლარამდე. შესაბამისად, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური ოდენობამ შეადგინა 722 645 ლარი.

კულტურის სამინისტროს მიერ, ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება:

  • შპს  TV პროექტი - უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა  სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე -10 000 ლარი;
  • შპს  ალფა სტუდიო -  უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე - 21 800 ლარი;
  • შპს ლუმა დეველოპმენტ - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) - 53 624.10 ლარი;
  • შპს ჯი თი ჰოლდინგი - სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა - 133 230 ლარი;
  • შპს ვი თი სერვისი - რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება  33 ერთეული მიკროავტობუსით- 13 200 ლარი; 
  • ი/მ გიორგი კვიჟინაძე - სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით -  2 850 ლარი;
  • შპს თელედა - დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა - 10 150 ლარი;
  • შპს დისქოვერი - სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) - 29 400 ლარი;
  • შპს ეიჩემსი ჯორჯია-  სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) -33 880 ლარი;
  • შპს ფლორერია -  სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 26 550 ლარი;
  • შპს ჯეოვოისი  - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები)  - 215 600 ლარი;
  • შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) - დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით  ტრაპეზის ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის მოიცავდა გახმოვანების აპარატურით, თარჯიმნის მომსახურებასა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) - 93 886,70 ლარი;
  • ი/მ ცირა ჭყონია - ტაძრის ინტერიერის,  დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 16 200 ლარი;
  • შპს ვი თი სერვისი - 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) - 6 000 ლარი;
  • ი/მ თამამ იუსუფ ყიზი - წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი - 300 ლარი;
  • შპს ჯიჯიეს პრინტი - საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება - 11  362.50 ლარი;
  • შპს სეთ აფ ივენთსი - ჯებირებით,  კაბელ - კანალებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა- 9 740 ლარი;
  • ი/მ ცირა ჭყონია - ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი;
  • შპს ფავორიტი სტილი - 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის - 8 050 ლარი;
  • შპს ჯენი 1994 - უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება - 8 600 ლარი;
  • შპს ტგ-ტვ - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება - 1 500 ლარი;
  • შპს ფიური ფილმვორქს - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 4 531.20 ლარი;
  • ი/მ გიორგი კობახია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება - 2 000 ლარი;
  • ი/მ ლევან აბულაძე - დრონით ვიდეო-გადაღების მომსახურება - 700 ლარი;
  • ი/მ ილია კიკაბიძე - პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება (სატელიტური გადამცემის მეშვეობით, 08:00-17:00 მდე) - 1 000 ლარი;
  • ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 638 ლარი.

ტაძრის დასუფთავების მომსახურება უსასყიდლოდ შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა - შპს პროგრეს სერვისი, შპს ლიტექსი - სერვისი, შპს ჯითი გრუპი GT GROUP.

შპს აქვა გეომ 5 000 ბოთლი 0,5 ლიტრიანი წყალი გადმოგვცა უსასყიდლოდ.

გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება გაწია შეღავათიან ფასებში, შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით.

ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, რეჟისორს, შემოქმედებით-საშემსრულებლო ჯგუფს ჰონორარი არ აუღია (მომღერლები, მგალობლები და ა.შ)“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.