გამოკითხულთა 6% საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას კარგად აფასებს - NDI

საფულედან გადმოყრილი ხურდები

მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. აღნიშნულს NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგები აჩვენებს. კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 48% ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს, 44% - საშუალოდ, 6% კი კარგად.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კრიტიკულად თბილისელები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები აფასებენ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ეკონომიკის მდგომარეობის ნეგატიური შეფასება სოფლის ტიპის დასახლებებში, ეთნიკურ უმცირესობებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.

ასევე, NDI-ის კვლევის მიხედვით, ეკონომიკის მთავარ გამოწვევებად უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ხელფასები დასახელდა.

NDI-მ აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

👉 გთავაზობთ ქვიზს - გამოიცანი კრიპტოვალუტები ლოგოების მიხედვით