1766314560
ქვიზი - გამოიცანი კრიპტოვალუტები ლოგოების მიხედვით
კრიპტოვალუტას ნამდვილად არ სჭირდება დიდი წარდგენა. ის საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ძალიან პოპულარულია. მას შემდეგ, რაც პირველი კრიპტოვალუტა – ბიტკოინი გამოჩნდა, მსოფლიო ალაპარაკდა ტრანზაქციების ახალ, რევოლუციურ მოდელზე, რომელსაც შეუძლია სრულად შეცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ფულის მიმართ.
დღეს რამდენიმე კრიპტოვალუტა გვაქვს, რომლებიც ერთმანეთისაგან მახასიათებლებითა და ღირებულებით განსხვავდება. ფაქტია, რომ ინტერესი ციფრული ფულის მიმართ ძალიან მაღალია და თუკი თქვენც დაინტერესებული ხართ კრიპტოვალუტით, მათი ლოგოების გამოცნობა არ გაგიჭირდებათ:
გამოიცანი კრიპტოვალუტები ლოგოების მიხედვით
1766310712
ქვეყნები, სადაც საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველოსაქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მარკეტებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ყველაზე მაღალი თურქეთშია, ყველაზე დაბალი კი რუსეთში.უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს განახლებულ სტატისტიკაში 103 ქვეყანას შორის თურქეთი მე-18, რუსეთი კი 78-ე ადგილზეა.საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ასეთია: თურქეთი (მე-18 ადგილი) – 18.92 დოლარი; სომხეთი (53-ე ადგილი) – 12 დოლარი; აზერბაიჯანი (69-ე ადგილი) – 10.32 დოლარი; საქართველოს (77-ე ადგილი) – 9.76 დოლარი; რუსეთი (78-ე ადგილი) - 9.68 დოლარი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და ფასი 46 დოლარს აჭარბებს, ყველაზე იაფი კი პაკისტანშია (4.56 დოლარი).5 ქვეყანა, სადაც მარკეტებში 1 კგ ხორცის საშუალო ფასი შედარებით მაღალია, ასე გამოიყურება: შვეიცარია - 46.05 დოლარი; ნორვეგია - 30.26 დოლარი; სამხრეთ კორეა - 26.41 დოლარი; ლუქსემბურგი - 25.97 დოლარი; ავსტრია - 23.46 დოლარი. იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალი კი, სადაც საქონლის ხორცი შედარებით იაფია, ასეთია: პაკისტანი - 4.56 დოლარი; ნიგერია - 4.59 დოლარი; კენია - 5.15 დოლარი; ინდოეთი - 5.54 დოლარი; ნეპალი - 5.65 დოლარი.
1766307180
ყველაზე მაღალი ისლანდიაში, ყველაზე დაბალი თურქეთში - როგორია პენსიები ევროპის ქვეყნებშიევროპაში პენსია ხანდაზმული ადამიანების ძირითადი შემოსავლის წყაროა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის 28 ქვეყანაში 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები მთლიანი მოსახლეობის შემოსავლების დაახლოებით 86%-ს იღებენ.ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების მიხედვით, ბალტიისპირა ქვეყნებში ხანდაზმული მოქალაქეები მთლიანი შემოსავლების 70%-ზე ნაკლებს იღებენ, ხოლო ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ბელგია, დანია და შვეიცარია, ეს შემოსავლები 80%-ს აჭარბებს.2023 წლის მდგომარეობით, რაც ამჟამად უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემებია, ევროკავშირში ხანდაზმულთა საშუალო თვიური პენსია 1 443 ევროს ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიხედვით, ეს მონაცემები განსხვავებულია.უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, როგორია 65 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეთა თვიური პენსიის მოცულობა: ისლანდია - 3 169 ევრო; ლუქსემბურგი - 2 868 ევრო; დანია - 2 545 ევრო; ნორვეგია - 2 431 ევრო; შვეიცარია - 2 380 ევრო; ავსტრია - 2 156 ევრო; ნიდერლანდები - 2 118 ევრო; ბელგია - 2 021 ევრო; ირლანდია - 2 005 ევრო; ფინეთი - 1 901 ევრო; შვედეთი - 1 890 ევრო; იტალია - 1 757 ევრო; ესპანეთი - 1 654 ევრო; საფრანგეთი - 1 646 ევრო; გერმანია - 1 595 ევრო; ევროკავშირი - 1 442 ევრო; საბერძნეთი - 1 071 ევრო; კვიპროსი - 1 063 ევრო; პორტუგალია - 961 ევრო; მალტა - 916 ევრო; ჩეხეთი - 843 ევრო; სლოვენია - 787 ევრო; ესტონეთი - 699 ევრო; პოლონეთი - 699 ევრო; ლატვია - 540 ევრო; უნგრეთი - 511 ევრო; ლიეტუვა - 498 ევრო; რუმინეთი - 483 ევრო; სლოვაკეთი - 474 ევრო; ხორვატია - 464 ევრო; მონტენეგრო - 382 ევრო; ბულგარეთი - 373 ევრო; სერბეთი - 353 ევრო; ბოსნია და ჰერცეგოვინა - 305 ევრო; თურქეთი - 281 ევრო.
1766220300
„ქათმის ფეხები ჩინეთში ითვლება დელიკატესად - საქართველოდან ჩინეთში ქათმის ნაწილები თუ გავა, ეს იქნება მხოლოდ ფეხები“„საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე მხოლოდ ქათმის ფეხების გატანაა შესაძლებელი“, - ასე შეაფასა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი „ბიზნესპრესნიუსთან“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.მისივე თქმით, საქართველო საკუთარ ბაზარზე ქათმის ხორცის ადგილობრივი წარმოებით მოთხოვნის მხოლოდ მცირე ნაწილს აკმაყოფილებს, აქედან გამომდინარე, სხვა ტიპის ქათმის ხორცის გატანის რესურსი ქვეყანას საზღვრებს გარეთ არ აქვს.„ერთადერთი რაზეც არის საუბარი, ეს არის ქათმის ფეხები. ჩვენთან არ არის დიდად მოთხოვნადი და ჩინეთში ითვლება დელიკატესად. მაგათი სამზარეულოსთვის ძალიან სასურველი პროდუქტია. შესაბამისად, თუ რამე მსგავსი მოხდა, რომ საქართველოდან ჩინეთში ქათმის ნაწილები გავა, ეს იქნება მხოლოდ ფეხები.ამ ფეხს რომ არც ფასი ჰქონდა და რაღაც კუთხით თავის ტკივილიც იყო სად წაეღოთ. თუ გამოჩნდება სერიოზული მყიდველი და ალბათ სერიოზულ თანხასაც გადაიხდის, შეიძლება ადგილობრივ მწარმოებლებს გაუჩნდეთ სურვილი, რომ გაზარდონ წარმოება. ეს იმიტომ, რომ გაუიაფებს ტან-ფეხს. ფეხი რომ გაიყიდება და ყულაბაში რაღაც თანხას შემოიტანს, შეიძლება საინტერესო გახდეს უკვე ხორცის წარმოებაც. რაღაც პატარა სტიმულივით მისცემს მწარმოებელს.რაც შეეხება ქათმის ხორცის სხვა ნაწილებს, ჩვენი პროდუქციით თავად ვერ ვიკმაყოფილებთ მოთხოვნის 30%-ს. აქედან გამომდინარე, არ მგონია ვინმემ რაიმე სხვა ჩინეთში გაიტანოს და ქართული ბაზარი ისე დატოვოს“, - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა.შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ჩინეთში ქათმის ხორცის ექსპორტი განახორციელოს.
1765520808
12-14 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, მთაში - თოვლი - გარემოს სააგენტოგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული."13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.მოსალოდნელი დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)" - წერია გარემოს სააგენტოს განცხადებაში.
1765432288
11 დეკემბრის ამინდის პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით წვიმა ,მაღალმთიან რაიონებში კი თოვლია მოსალოდნელი.თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 15-17 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში კი 6-8, აღმოსავლეთ საქართველოში ქართლში 11-13, კახეთში 12-14, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 4-6 გრადუსი იქნება.დედაქალაქში ჰაერი 11-13 გრადუსამდე გათბება.



