Nike-ის თანადამფუძნებელმა სიმსივნესთან საბრძოლველად 2 მლრდ დოლარის შემოწირულება გაიღო

Nike

კომპანია Nike-ის თანადამფუძნებელმა, ფილ ნაითმა, Oregon Health and Science University’s Knight Cancer Institute-ის ანგარიშზე 2 მლრდ აშშ დოლარი გადარიცხა.

ნაითის ფონდის ცნობით, ეს აშშ-ის უნივერსიტეტისთვის, კოლეჯისთვის ან ჯანდაცვის დაწესებულებისთვის ოდესმე გაღებული ყველაზე დიდი შემოწირულებაა.

ფონდმა გამოაცხადა, რომ აღნიშნულ თანხას სიმსივნის მკურნალობის, კვლევისა და პაციენტთა მოვლის შედეგებისადმი სამეცნიერო მიდგომის შესაცვლელად დახარჯავენ.

შემოწირულების შეთანხმების ფარგლებში, ნაითის ფონდი კიბოს კვლევის პიონერ დოქტორ ბრაიან დრუკერთან ითანამშრომლებს.

Bloomberg-ის შეფასებით, 19 აგვისტოსთვის, ფილ ნაითისა და მისი ოჯახის ჯამური კაპიტალი 33.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს და მილიარდერთა ინდექსის 62-ე პოზიციაზე არიან.