რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

ოქრო და ვერცხლი

საქართველოში ოქროს ფასმა ერთდღიან ინტერვალში გრამზე დაახლოებით 3-დან 8 ლარამდე მოიმატა. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 395 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 297 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 231 ლარია.

რაც შეეხება ვერცხლს, ოქროსგან განსხვავებით მისი ღირებულება მცირედით გაიზარდა. კერძოდ, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 4.05 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის - 6.31 ლარი.

მსოფლიო ბირჟებზე კი ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 490 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 1.27%-ით გაზრდილი ფასია. 1.46%-ით არის მომატებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 69.55 დოლარი ღირს.