რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა.

მის მიერ შევსებული დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ მსუბუქ ავტომობილს ფლობს, დანარჩენი ქონება კი მისი მეუღლის სახელზეა.

რა ქონებას ფლობს მიხეილ სარჯველაძე

უფრო კონკრეტულად, დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ სარჯველაძეს ეკუთვნის ავტომობილი LEXUS (NX200t), რომელიც 2024 წელს 10 293 აშშ დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება მინისტრის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას, ჩამონათვალი ასეთია:

  • 110 კვ.მ ბინა თბილისში - 2025 წელს ჩუქებით გადაეცა;
  • 1045 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცხეთაში (სოფელი ნავდარაანთკარი) - 2022 წელს 22 990 ლარად შეძენილი;
  • 750 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცხეთაში (სოფელი ნავდარაანთკარი) - 2022 წელს 16 500 ლარად შეძენილი;
  • 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში (სოფელი ლავრისხევი) - 2017 წელს მემკვიდრეობით გადაცემული.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დოკუმენტის შევსების მომენტში მიხეილ სარჯველაძე სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე ფლობდა: ანაბარზე ჯამში 203 150 ლარს; მიმდინარეზე - 33 022 ლარს და 250 აშშ დოლარს; ხოლო დანაზოგის სახით - 12 500 ლარს.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს მიხეილ სარჯველაძეს მინისტრის პოსტზე ხელფასის სახით 119 731 ლარი აქვს აღებული.

გარდა ამისა, მიხეილ სარჯველაძეს მითითებული აქვს, რომ გასულ წელს, 200 000-ლარიანი ანაბრიდან შემოსავლის სახით 17 123 ლარი მიიღო.

BPN