1747820087
როგორი იქნება თბილისსა და გონიოში დაგეგმილი პროექტები, რაზეც 6 მლრდ დოლარამდე დაიხარჯება

არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში ორ პროექტს განახორციელებს, რაშიც ჯამში 5.7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნულთან დაკავშირებით, შეთანხმება ხელი აბუ-დაბიში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში უკვე მოეწერა.
როგორც არაბული ბიზნესსიახლეების პლატფორმა Arabian Gulf Business Insight (AGBI) წერს, დაგეგმილი პროექტებიდან ერთი თბილისში, მეორე კი ბათუმში განხორციელდება. დედაქალაქში პროექტი „კრწანისის პარკი“ განხორციელდება. საუბარია საცხოვრებელ კორპუსსა და საოფისე ფართებზე, რომელიც 590 ჰექტარზე მოეწყობა.
რის აშენებას გეგმავს არაბული მხარე თბილისში და როგორი იქნება პროექტი
შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. როგორც ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, EMAAR ჯგუფის მიერ (შვილობილი Emaar Properties/Eagle Hills) საქართველოში განხორციელდება დაახლოებით, 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც განვითარდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისში, ბათუმსა და გონიოში.