როგორია საშუალო ხელფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

ფული

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის თვიური საშუალო ხელფასით თურქეთი ლიდერობს, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აზერბაიჯანში ფიქსირდება.

ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული სტატისტიკიდან, რომელიც 99 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს.

უფრო კონკრეტულად, რეიტინგში თურქეთი 48-ე ადგილს იკავებს, სადაც საშუალო თვიური ხელფასი 1 070 დოლარს შეადგენს. 81-ე ადგილზე კი შეხვდებით აზერბაიჯანს, სადაც თვიური ხელფასი 455 დოლარს უტოლდება.

მეზობელ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანის შემდეგ ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი საქართველოშია. ქვეყანა რეიტინგში 74-ე ადგილზეა, ხოლო საშუალო თვიური ხელფასი 557 დოლარს შეადგენს.

სომხეთი რეიტინგში 59-ე ადგილზეა, სადაც საშუალო თვიური ხელფასი 757 დოლარია, ხოლო რუსეთი 55-ე ადგილს იკავებს 900-დოლარიანი საშუალო თვიური ხელფასით.

BPN