1745498253
სად და რა ფასად ვყიდულობთ კომბოსტოს, რომელიც თებერვალში ყველაზე მეტად გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს თებერვალში, წლიურად ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილზეა კომბოსტოა. მისი ღირებულება, გასულ წელთან შედარებით, 73.1%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის იანვარში საქართველომ უცხოეთიდან 494.8 ტონა (271.9 ათასი აშშ დოლარი) კომბოსტო (ასევე, კოლრაბი ბროკოლი) შეიძინა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 548.1 ტონა (178.9 ათასი აშშ დოლარი).
რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, 2024წელს კომბოსტოს იმპორტმა 2,765 ტონა (1.311 მლნ აშშ დოლარი).
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, წელს იანვარში იმპორტირებული 1 კგ კომბოსტოს საშუალო ღირებულება 55 ცენტამდე იყო, წინა წლის იგივე პერიოდში კი 12 ცენტი იყო.
(შენიშვნა: ფასები დათვლილია გადასახადის გარეშე, საშუალო მაჩვენებლებით)
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული პროდუქტის მთავარი იმპორტიორ წელს იანვარში თურქეთი იყო, რომელზეც კომბოსტოს იმპორტის 99.8% მოდის.
ცნობისთვის, 2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0%-ით განისაზღვრა.
1745580932
სოხუმს პირდაპირი რეისებით, მოსკოვის გარდა, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქალაქი დაუკავშირდესრუსულმა სანქცირებულმა ავიაკომპანია NordStar-მა კრასნოიარსკიდან ოკუპირებულ სოხუმში კვირაში სამი რეისის შეასრულებაზე ნებართვა მიიღო. ამის შესახებ მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩმა, ალხას კვიცინიამ განაცხადა, რასაც რუსეთის ტურ-ოპერატორთა ასოციაციის პრესსამსახური თავის Telegram-არხზე ავრცელებს.კვიცინიას თქმით, სოხუმს პირდაპირი რეისებით, მოსკოვის გარდა, შესაძლოა, სანქტ-პეტერბურგი, ურალი, ციმბირი, ვოლგისპირეთის ქალაქები და რუსეთის სამხრეთი დაუკავშირდეს.როგორც ცნობილია, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი სამგზავრო ავიარეისი 3 მაისს შესრულდება, რომელსაც თათრეთის ავიაკომპანია, UVT Aero შეასრულებს, ხოლო 6 მაისიდან ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმში ფრენებს კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია, „იკარი“ იწყებს.UVT Aero ვნუკოვოს აეროპორტიდან ფრენებს ყოველკვირეულად, შაბათობით, მოსკოვის დროით 14:30 საათზე შეასრულებს, სოხუმში კი, სავარაუდოდ, 18:20 საათზე ჩაფრინდება. სოხუმიდან რეისი 19:20 საათზე შესრულდება და მოსკოვში თვითმფრინავი 23:10 საათზე დაეშვება. მგზავრობის დრო, დაახლოებით, ოთხი საათია. ცალმხრივი ბილეთის ღირებულება 12 ათასი რუბლია (144 დოლარია). ფასში 10 კგ-მდე წონის ბარგი და 5 კგ-მდე წონის ხელბარგი შედის. 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. UVT Aero ფრენებს კანადური წარმოების ორმოცდაათადგილიანი Bombardier CRJ-200-ის რეაქტიული თვითმფრინავით შეასრულებს.რაც შეეხება „იკარს,“ ნიჟნი-ნოვგოროდსა და სოხუმს შორის პირდაპირი ფრენის დრო 3:40 სთ-ია. თვითმფრინავი 6 მაისს ნიჟნი-ნოვგოროდიდან ადგილობრივი დროით 17:50 სთ-ზე აფრინდება და სოხუმში 21:30 სთ-ზე ჩავა. ბილეთის ფასი ერთ კაცზე ბარგის გარეშე 12,090 რუბლია (145 დოლარია), ხოლო 20 კგ-მდე ბარგით ამ ფასს 2.953 რუბლი (35 დოლარი) ემატება. აღსანიშნავია, რომ „იკარი“ სოხუმის რეისზე ბილეთებს ავიაკომპანია Nordwind-ის ბლანკზე აფორმებს. ფრენები Embraer 190/195-ის თვითმფრინავით შესრულდება. 6 მაისის შემდეგ „იკარი“ ნიჟნი-ნოვგოროდი-სოხუმის მეორე რეისს 13 მაისს შეასრულებს.ცნობისთვის, უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ანუ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ავიახაზების ფრენებზე შეზღუდვები დააწესეს. ყველა რუსული ავიაკომპანია, რომელიც აფხაზეთში ფრენებისთვის ემზადება, ევროკავშირის სასანქციო „შავ სიაშია“ და ბლოკის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 აპრილს ევროკომისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები „უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ არ აკმაყოფილებენ. ეს ავიაკომპანიებია: Аэрофлот, Победа, Россия, Utair, Smartavia, NordWind, NordStar, „ურალის ავიახაზები“, „ციმბირის ავიახაზები,“ Ижавиа, Якутия, Аврора, Авиастар-ТУ, Русджет, ЮВТ аэро, Ираэро, АЛРОСА, Руслайн, Ямал „იკარი“ და Скол.2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO-მ) სოხუმის აეროპორტის კოდი გააუქმა.შეგახსენებთ, იმასაც, რომ რუსების მიერ აღდგენილ სოხუმის აეროპორტს უკვე ოფიციალური ვებ-გვერდი აქვს. sukhumaero.com-ზე სრული და განახლებული ინფორმაციაა აეროპორტის ოპერირების ყველა ასპექტის შესახებ. მათ შორის არის ფრენების განრიგი, ანუ ინფორმაცია ჩამოსვლისა და გამგზავრების შესახებ, რომელიც რეალურ დროში ახლდება. ამასთან, წარმოდგენილია ტერმინალის რუკა და ინფორმაცია აეროპორტში მოხვედრის საშუალებების შესახებ.
1745564829
ხიზილალას იმპორტი მაქსიმუმზეა - საიდან და რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს2025 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში, 394.81 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 33 ტონა ხიზილალა იყიდა, რაც 16 წლის განმავლობაში (საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან ქვეყნდება) მაქსიმალური მაჩვენებელია.საუბარია, ორ კატეგორიაზე: ზუთხის ხიზილალასა (შავი ხიზილალა) და ხიზილალის შემცვლელებზე, ორაგულის ხიზილალაზე (წითელი ხიზილალა).შედარებისთვის, 2024 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 288.25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 20 ტონა პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, 2023 წლის 1-ელ სამ თვეში 17 ტონა (378.32 ათასი აშშ დოლარის), 2022 წლის იანვარ-მარტში - 8 ტონა (109.08 ათასი აშშ დოლარის) და ა.შ.ამასთან, მიმდინარე წელს იმპორტირებული ამ პროდუქციიდან 33.06 ტონა (326.2 ათასი აშშ დოლარი) ხიზილალის შემცვლელებსა და ორაგულის ხიზილალაზე მოდის; ხოლო, 190 კგ (68.5 ათასი აშშ დოლარი) - ზუთხის ხიზილალაზე.ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წელს 1 კგ იმპორტირებული ზუთხის ხიზილალას ფასი საშუალოდ 360.9 აშშ დოლარი იყო; ხიზილალის შემცვლელების, ორაგულის ხიზილალის (წითელი ხიზილალა) კი - 9.8 აშშ დოლარი. (შენიშვნა: ფასი დათვლილია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე).ამასთან, „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, წელს 3 თვეში ზუთხის ხიზილალა შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი - 150 კგ (48.3 ათასი აშშ დოლარი); იტალია - 30 კგ (16.7 ათასი აშშ დოლარი); ასევე, მცირე მოცულობები საფრანგეთიდან და ლატვიიდან.რაც შეეხება ხიზილალის შემცვლელებს და ორაგულის ხიზილალას (წითელი ხიზილალა), იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია: რუსეთი - 21.65 ტონა (194.18 ათასი აშშ დოლარი); ბელარუსი - 5.14 ტონა (42.11 ათასი აშშ დოლარი); ჩინეთი - 3.15 ტონა (69.62 ათასი აშშ დოლარი); ნორვეგია - 3 ტონ (14.22 ათასი აშშ დოლარი); გერმანია - 80 კგ (2.96 ათასი აშშ დოლარი).
1745500429
დონალდ ტრამპი პუტინს - ვლადიმერ, შეჩერდი!ვლადიმერ, შეჩერდი!, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.„კიევზე რუსეთის დარტყმებით უკმაყოფილო ვარ. ამის საჭიროება არ არის და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმერ, შეჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება. მოდი, სამშვიდობო შეთანხმება დავასრულოთ“, - წერს დონალდ ტრამპი.შეგახსენებთ, რუსეთმა 24 აპრილის ღამეს უკრაინაზე, დრონებითა და რაკეტების გამოყენებით, მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში 9 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.
1745390751
3 თვეში თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების პიკი საათში მოძრაობაზე 671 ათასის ჯარიმა დაიწერა2025 წლის მარტში დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო, 307 710 ლარის ჯარიმა დაიწერა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) დოკუმენტშია აღნიშნული.204.9 ათასი ლარის ჯარიმა დაიწერა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) დოკუმენტშია საუბარი.ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ჯამში სამი თვის განმავლობაში აღნიშნულ დარღვევაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 671 041 ლარი შევიდა, აქედან 158 420 ლარი იანვარში და 204 902 ლარი თებერვალში.რაც შეეხება წლიურ მოცულობას, 2024 წელს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო, ბიუჯეტში ჯარიმების სახით, 1 153 574 ლარი შევიდა.შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, კერძოდ, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.თუმცა, რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.ამასთან, აკრძალვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.რაც შეეხება ფულადი სანქციის მოცულობას, რეგულაციის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში, შემდეგ მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.
1745389818
შანხაიში ოქროს მიმღები პირველი ბანკომატი გაიხსნაჩინეთის უდიდეს ქალაქ შანხაიში პირველი ბანკომატი დამონტაჟდა, რომელიც ოქროს გადასამუშავებლად იღებს. ოქროს პირველი ბანკომატი ძვირფას მეტალზე ფასის ზრდის ფონზე გაიხსნა.ინფორმაციას Mining ავრცელებს.გამოცემის ცნობით, სავაჭრო ცენტრ Global Harbor-ში მდებარე ბანკომატთან მომხმარებლების გრძელი რიგებია.შენჩჟენში დაფუძნებული საიუველირო კომპანია Kinghood Group-ის მიერ ოპერირებული ბანკომატი 3 გრამზე მეტი წონისა და, მინიმუმ, 50%-ით სუფთა ოქროს ნივთების მისაღებად არის შექმნილი.გადამუშავების პროცესი მოიცავს ავთენტიფიკაციას, 1000°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე დნობასა და მეორე ანალიზს სისუფთავის დასადგენად. მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვამდე თითო გრამზე 18 იუანის (2.50 დოლარი) მომსახურების საფასური ირიცხება.მაგალითად, 40-გრამიანი ოქროს ყელსაბამი გრამზე 785 იუანად (108 დოლარად) შეფასდა, ხოლო 30 წუთში მასში 36.000 იუანზე (4.900 დოლარზე) მეტი გადაიხადეს.შანხაის ოქროს ასოციაციაში აცხადებენ, რომ „ჭკვიანი ოქროს ბანკომატების დანერგვა, პირველ რიგში, გადამუშავების ფუნქციას ბიზნესის თვალსაზრისით ასრულებენ. ეს ასახავს იმ ფაქტს, რომ ოქროს ფასების ზრდასთან ერთად მისი ღირებულება ხელზეც მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ოქროს განაღდების სურვილის გაძლიერება გამოიწვია“.თუმცა ასოციაცია მოსახლეობას ურჩევს, “თავიანთი ოქროს მარაგის გაყიდვა არ იჩქარონ “ და ის გარკვეული დროით კიდევ შეინახონ.„ოქრო ძლიერ აღმავალ იმპულსს კვლავ ავლენს, რაც, ძირითადად, ცენტრალური ბანკებისა და ინსტიტუციური ინვესტორების მიერ ოქროს დაჩქარებული შესყიდვებით არის განპირობებული“, - აცხადებენ ასოციაციაში.