საქართველოს ორ ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება

ჰაერის დაბინძურება

თბილისისა და ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე დღეს ჰაერის დაბინძურების მომატებული მაჩვენებლები ფიქსირდება.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მონაცემების მიხედვით, სამ ქუჩაზე აზოტის დიოქსიდისა (NO₂) და ბენზოლის (C₆H₆) ნორმაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქუჩებს, სადაც აღნიშნული ნივთიერებების გადაჭარბებული მაჩვენებლებია დაფიქსირებული:

  • თბილისი, რუსთაველის გამზ. N6: ჰაერის ხარისხი - ცუდი; მომატებულია აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი (NO₂);
  • ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N4-ის მიმდებარედ: ჰაერის ხარისხი - ცუდი; მომატებულია აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი (NO₂);
  • ბათუმი, ბაქრაძის ქ. N28, ტერმინალის მიმდებარედ: ჰაერის ხარისხი - ცუდი; მომატებულია ბენზოლის მაჩვენებელი (C₆H₆).

რაც შეეხება საქართველოს სხვა ქალაქებს, პორტალზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებზე დამაკმაყოფილებელი, კარგი ან ძალიან კარგი ჰაერის ხარისხია.